კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხვალ შეიძლება საქართველოს რკინიგზა გაჩერდეს

23 ოქტომბერი, 2012

ხვალ, 24 ოქტომბერს, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო და სატვირთო მატარებლები გადაადგილებას ვერ მოახერხებენ და რკინიგზა დროებით გაჩერდება.

უკიდურესი ფორმით საპროტესტო აქციის მოწყობას რკინიგზის გაფიცული მუშები იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ მათ მოთხოვნებს რკინიგზის ადმინისტრაცია არ დააკმაყოფილებს. ისინი ადმინისტრაციისგან ხელფასების მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, ზეგანაკვეთური ანაზღაურების და საპრემიო სისტემების მოწესრიგებასა და პროფკავშირული საქმიანობისთვის დასჯილი თანამშრომლების უფლებების აღდგენას ითხოვენ. აქციის მოწყობას თბილისის დეპოს მახარისხებლისა და სამტრედიის რკინიგზის თითქმის ყველა თანამშრომელი გეგმავს.

რკინიგზის პროფკავშრების წარმომადგენლის ვიტალი გიორგაძის თქმით, გაფიცვა 11:00 საათიდან დაიწყება და სავარაუდოდ 2 საათს გასტანს, თუმცა, შესაძლებელია მან უფრო მასშტაბური სახეც მიიღოს და რკინიგზის მუშაობა გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში შეჩერდეს.

ვიტალი გიორგაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, მათ რკინიგზის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით შეუერთდნენ.

გაფიცულებისა და ადმინისტრაციის მოლაპარაკებები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. რკინიგზის ადმინისტრაციის შენობაში მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი დღეს, 17:00 საათზე გაიმართება, სადაც გაფიცულების საორგანიზაციო ჯგუფი და რკინიგზის პროფკავშირები რკინიგზის ადმინისტრაციას შეხვდებიან. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აქციები აღარ გაიმართება.

რკინიგზის პროფკავშრების წარმომადგენლის, ვიტალი გიორგაძის თქმით, სამგზავრო მატარებლების გაჩერებასთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ კონსულტაციები, თუმცა, გაფიცვის ორგანიზება მხოლოდ სატვირთო მატარებლების გაჩერებით არ მოხერხდება, ამიტომ მათ სამგზავრო მატარებლების გაჩერების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

უკვე რამდენიმე დღეა რკინიგზის თანამშრომლები ადმინისტრაციას საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას სთხოვენ. რკინიგზელების გაფიცვის შესახებ ინფორმაცია სტუდენტურმა გაერთიანება „ლაბორატორია 1918“-მა გაავრცელა. თბილისის რკინიგზის თანამშრომლებს სამტრედიელი მუშებიც შეუერთდნენ.

News.ge

ახალი ამბები