კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამინისტრო საჯარო ინფორმაციას მალავდა

25 ოქტომბერი, 2012

18 ოქტომბერს http://www.commersant.ge-ზე/ გამოქვეყნდა ინტერვიუ რეგიონალური  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ დავით ნარმანიასთან, სადაც მინისტრობის კანდიდატი ქალაქ ლაზიკის მშენებლობის პროექტსაც შეეხო.

დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ სწორედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის მთლიანად პასუხისმგებელი ლაზიკის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებზე. „ის სამუშაოები, რომლებიც ამ ეტაპისათვის დასრულებულია, ძირითადად არის ამ სამინისტროს მართვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო შპს–ს მიერ განხორციელებული სამუშაოები“, - განაცხადა ნარმანიამ.

ასეთი განცხადება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ერთი თვის წინ სამინისტროდან ოფიციალურად მიღებულ ინფორმაციასთან. კერძოდ, 2012 წლის 5 სექტემბერს IDFI-იმ რეგიონალური  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქალაქის - „ლაზიკის“ მშენებლობის პროექტის გეგმებისა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ოდენობის შესახებ. 2012 წლის 11 სექტემბერის პასუხში სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ არ გააჩნიათ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია „ლაზიკის“ მშენებლობის შესახებ. როგორც ჩანს, ის ინფორმაცია, რომელიც ამჟამად მინისტრობის ახალი კანდიდატისთვის ხელმისაწვდომი გახდა, არ განიხილებოდა საჯაროდ სულ რაღაც ერთი თვის წინ, სანამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.

ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება, თუ რა თანხა შეადგინა რეგიონალური  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აღნიშნულ პროექტზე გაწეულმა ხარჯებმა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ უახლოებს მომავალში ეს ინფორმაციაც საჯარო გახდება.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მოთხოვნაზე სამინისტროს მიერ გაცემული პასუხი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის დამალვის და ყალბი ინფორმაციის მოწოდების მცდელობას, რის გამოც უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მოამზადა და გასცა აღნიშნული წერილი (წერილს ხელს აწერს ჯამბულ ბაკურაძე, მინისტრის პირველი მოადგილე).

დღესდღეობით ცხადია, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობის თანხა დახარჯა „ლაზიკის“ მშენებლობაზე წინა ხელისუფლებამ, ახალი მთავრობა, რომელსაც თავისი პრიორიტეტები აქვს, არ აპირებს პროექტის გაგრძელებას. ხოლო „ლაზიკასთვის“ გამოყოფილი თანხები სხვა მიზნებზე განაწილდება.

IDFI იმედს გამოთქვამს, რომ საბიუჯეტო სახსრების ათვისება ახალი მთავრობის მიერ უფრო გამჭვირვალედ წარიმართება, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

www.opendata.ge

ახალი ამბები