კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

25 ოქტომბერი, 2012

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გამსახურდიას ადვოკატ ქეთი ბექაურის ინფორმაციით, გამსახურდია მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა.

მისივე განმარტებით, ილია მეორემ პრეზიდენტს შუამდგომლობით 28 სექტემბერს მიმართა და, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პატიმრობიდან მისი გათავისუფლება სთხოვა.

მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც გვიან ღამით გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

„მოვითხოვ იმ ე.წ. ჩანაწერების გადახედვასაც, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს უკავშირდება და რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩატარებულა, რადგან არ არსებობს არავითარი მტკიცებულება“, - აღნიშნა გამსახურდიამ.

ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გარდა ამისა, მას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები