კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დემოკრატიული მოძრაობა“ თორნიკე არევაძის პატიმრობას აპროტესტებს

25 ოქტომბერი, 2012

„დემოკრატიული მოძრაობისა“ და „სახალხო კრების“ წევრს თორნიკე არევაძეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ, პროკურორ მირზა სუბელიანის მოთხოვნით , უკანონოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლის 22 ოქტომბერს თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა თორნიკე არევაძეს მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი.

„დემოკრატიული მოძრაობა“ იმედს გამოთქვამს, რომ ძალიან მალე, ყველა პოლიტპატიმარი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს, ხოლო ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და პოლიციელი, რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე, რეჟიმის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ წარსდგებიან თავისუფალი სასამართლოს წინაშე და ადექვატურად აგებენ პასუხს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებებისათვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, როგორც პარტიაში აცხადებენ, სრულიად ნათელია, რომ ეს არის წინასწარ დაგეგმილი ბინძური პოლიტიკური პროვოკაცია, რომელსაც ნაციონალური დიქტატურის ნარჩენები მათთვის ჩვეული ხერხებით, პროკურატურისა და სასამართლოს მეშვეობით, კვლავ ძველებურად ახორციელებენ „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავმართეთ საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც თორნიკე არევაძის ადვოკატმა ქალბატონმა ნონა ფილაურმა დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. თავიდანვე აშკარა იყო, რომ რუსთავის პოლიციამ და პროკურატურამ, მიგზავნილი აგენტ ვახტანგ დანელიას მეშვეობით, პროვოკაცია მოუწყო თორნიკე არევაძეს მისი აქტიური პოლიტიკური საქმიანობის აღკვეთის მიზნით. 2012 წლის 8 მარტს რუსთავში, რესტორან „ქალაქურში“ მომხდარი ინციდენტიდან, რომელშიც მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, პოლიციის მიერ ორი თვის განმავლობაში ჩატარებული გამოძიების შემდეგ, 2012 წლის 8 მაისს, საქმეში არსებული ვითომდა დაზარალებულის ყალბი ჩვენების საფუძველზე, თორნიკე არევაძე მოულოდნელად დააპატიმრეს. იგი დღემდე კატეგორიულად უარყოფს ამ ინციდენტში მონაწილეობას და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, 5 თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაკითხული იქნა ათეულობით თვითმხილველი მოწმე და არავის თავის ჩვენებაში, არ დაუდასტურებია თორნიკე არევაძის აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობა.

„არევაძესთან ერთად დაპატიმრებული ვახტანგ დანელია თავიდან აღიარებდა თავის დანაშაულს და უარყოფდა არევაძის ინციდენტში მონაწილეობის ფაქტს, მაგრამ სასამართლოს ბოლო სხდომაზე, მან პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, შეცვალა თავისი პირველი ჩვენება და საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ, ბრალი დასდო არევაძეს თანამონაწილეობაში, ხოლო მიზეზად იმისა, თუ აქამდე რატომ არ ადებდა ხელს არევაძეს, „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლა დაასახელა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები