კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხმაური თერჯოლის საკრებულოში

29 ოქტომბერი, 2012

24 ოქტომბერს თერჯოლაში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის 6 თვის ბიუჯეტის დამტკიცებისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის საკითხები განიხილეს.

სხდომაზე ხმაური საკრებულოს ერთ-ერთი წევრის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, სოფო ბუსკივაძის პროტესტს მოჰყვა. „თქვენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები ხართ, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს კახა ბუსხრიკიძეს დამატებით სპეციალური საარჩევმო უბანი შეუქმენით და გაამარჯვებინეთ“, - მიმართა სხდომაზე სოფო ბუსკივაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

მან არჩევნების დროს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლაც გააპროტესტა. ხმაური გამოიწვია აგრეთვე მევლუდ ბრეგვაძის გამოსვლამაც, რომელმაც რამდენიმე თვის წინ პროტესტის ნიშნად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დატოვა. იგი კოალიციის წარმომადგენლის პროტესტს დაეთანხმა.

მარი ტაბიძე, თერჯოლა

ახალი ამბები