კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რომან ფიფია მაღაროელებს შეხვდა

29 ოქტომბერი, 2012

25 ოქტომბერს ჭიათურაში გაფიცულ  მაღაროელებს ბიზნესმენი რომან ფიფია შეხვდა. რომელიც კომპანიის ერთ-ერთი აქციონერია. შეხვედრაზე გაირკვა, რომ რომან ფიფია „ჯორჯიან მანგანეზში“ არსებულ სიტუაციას არ იცნობდა.

„ის რაც „ჯორჯიან მანგანეზში“ ხდებოდა, უპასუხისმგებლობას ვერ მივაწერთ. უბრალოდ, სათანადო სტრუქტურებიდან აღნიშნულ საკითხებზე დროული რეაგირება არ ხდებოდა. შესაძლოა, ეს ვინმეს ინტერესში შედიოდა კიდეც“, - განაცხადა რომან ფიფიამ.

მან მაღაროელებს ხელფასის  33%-იანი ზრდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაფიცულები აცხადებენ, რომ ეს შეთავაზება საკმარისი  არ არის. ისინი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ და მუშაობაზე უარს აცხადებენ. აღსანიშნავია, რომ მაღაროელების პარალელურად ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც გაფიცულები არიან.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები