კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე დასახელდა

29 ოქტომბერი, 2012

28 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე წარადგინა.

„იგი არის ახალგაზრდა და უფრო მეტად ენერგიულად იმუშავებს, რამდენადაც მეტი შრომა ელოდება წინ. მას აქვს საბანკო გამოცდილება, ძალიან კარგი მენეჯერია და მგონი, ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ ძალიან კარგი მეთაური ჰყავდეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

არჩილ ხაბაძე „ქართუ ბანკის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო.  „გაგრძელებული იქნება და მიღებული იქნება ახალი გადაწყვეტილებები, რომელიც რეგიონს გადაიყვანს სხვა რეალობაში. ჩვენ უნდა ვიყოთ მოწინავე“, - აღნიშნა ახლადწარდგენილმა ხაბაძემ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილებოდა. „ქართული ოცნებიდან” უმაღლესი საბჭოს წევრი პროპორციული სიით, ჯემალ ფუტკარაძე, „ქართუ ბანკის” აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე და პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი, რომელმაც შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი განაცხადა.

აჭარის მთავრობის დასახელებული თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
 
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ხაბაძის კანდიდატურას მხარს უჭერს. თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები