კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჭიათურმანგანუმის“ მაღაროელები კვლავ შიმშილობენ

29 ოქტომბერი, 2012

28 ოქტომბერს „სოციალ დემოკრატებმა“ ითხვისის მაღაროში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა და პარტია „სოციალ დემოკრატების“ წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი მაღაროში გამართეს, სადაც 10 მაღაროელი შიმშილობს.

კოალიციის წევრების თქმით, არსებული რეჟიმი, რომელმაც მაღაროელები რთულ პირობებში ჩააყენა, დასრულებულია და ახლა დროა, მოხერხდეს მათი პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა.

„მე ამ განცხადებას ვაკეთებ, როგორც პარტია „სოციალ დემოკრატების“ გენერალური მდივანი და ამ ადამიანებს ვაძლევ გარანტიას, რომ სანამ მათი მოთხოვნები მფლობელებისგან არ იქნება სრულად დაკმაყოფილებული, მაღაროელების პრობლემები სისტემატიურად იქნება გაჟღერებული და დასმული საკანონმდებლო ორგანოში“, -  განაცხადა ითხვისის მაღაროში მისულმა გელა ბანძელაძემ.

27 ოქტომბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჭიათურმანგანუმის“ ხელმძღვანელობა ორთვიან გადაიარაღების პროცესს იწყებს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურ პირებს არ გაუვრცელებიათ. მაღაროელები ფიქრობენ, რომ ხელმძღვანელობა ამ მოტივს გაფიცულების დროებით შესაჩერებლად იყენებს და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხელოვნურად აჭიანურებს.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები