კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტრო პარლამენტის კომპიუტერული ქსელის მართვაზე უარს ამბობს

29 ოქტომბერი, 2012

იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სხვადასხვა სამინისტროების ქსელებისა და სერვერების მართვაზე. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა , უწყებაში დახვდა ზურაბ ადეიშვილის მემკვიდრეობა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობისა და სხვა სამინისტროების პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელებისა და კომპიუტერების მართვას გულისხმობს.

„ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ დაექვემდებაროს მეორეს. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, შეწყდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ პაროლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების პროგრამული მომსახურების, ქსელებისა და კომპიუტერების მართვა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აღნიშნულ სისტემაში ასევე ჩართული იყო სასამართლოს კომპიუტერული ქსელები, თუმცა, წულუკიანის თქმით, არჩევნების შემდეგ სასამართლოებმა სისტემა „ჩაკეტეს“.

ამასთან, მინისტრის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას სჭირდება დრო, რაც გარკვეულ ტექნოლოგიურ გადაწყობასთან არის დაკავშირებული. იუსტიციის სამინისტროს წინასწარი გათვლებით, გადაბარების ეს პროცესი მხოლოდ პარლამენტის შემთხვევაში დასაწყისისთვის 400 000 ლარის ინვესტირებას მოითხოვს, ხოლო შემდეგ წლიურად დაახლოებით 800 000 ლარის ხარჯი იქნება, რათა ჯერ დაბრუნდეს მონაცემთა ბაზები და უზრუნველყოფილი იყოს ქსელების დამოუკიდებლად მართვა.

როგორც თეა წულუკიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო უწყებების კომპიუტერული პროგრამების მართვას არანაირი კავშირი არა აქვს კიბერუსაფრთხოებასთან. მისი თქმით, კიბერსაფრთხეები არის და რჩება ინფორმაციული უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, თუმცა ეს მოხდება სხვა უწყებების კომპიუტერული სისტემების კონტროლის გარეშე.

თეა წულუკიანი გამოდის ინიციატივით, რომ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი მთავრობის პრეროგატივა გახდეს და შესაბამისი უწყება პრემიერ-მინისტრს დაექვემდებაროს.

კიბერუსაფრთხოების საკითხზე იუსტიციის სამინისტროში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მონაცემთა გააცვლის სააგენტო მუშაობს. თუმცა თეა წულუკიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების პასუხიმგებლობის საგანი და თუ მთავრობა იქნება თანახმა, მზად არის დასვას საკითხი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორგანოს პირდაპირ პრემიერ-მინისტისადმი დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კომპონენტია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები