კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიზნესმენი ქონების ჩამორთმევაში დავით საყვარელიძესა და ლადო ვარძელაშვილს ადანაშაულებს

29 ოქტომბერი, 2012

გორის საცურაო აუზის ყოფილი მეპატრონე გიორგი გიგუაშვილი ქონების უკანონო ჩამორთმევაში გორის რაიონის პროკურორს, გიორგი ჭანტურიძეს, დეპუტატს დავით საყვარელიძეს და ყოფილ გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილს ადანაშაულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, გიორგი გიგუაშვილმა განცხადება იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის სახელზე დაწერა და ქონების ჩამორთმევის ფაქტზე რეაგირება მოითხოვა.

როგორც გიგუაშვილი განმარტავს, მან 2007 წლის ზაფხულში აუქციონის წესით შეიძინა გორის საცურაო აუზი, 2008 წელს კი, პროკურორმა გიორგი ჭანტურიძემ დაიბარა და ქონების გორის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვა.

გიგუაშვილის მტკიცებით, უარის შემთხვევაში მას ნარკოტიკული ნივთიერების ან იარაღის ჩადებით ემუქრებოდნენ. . მისივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ჩართული იყო იმ დროისთვის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე და ყოფილი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები