კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთს გაფიცვების ტალღამ გადაუარა

29 ოქტომბერი, 2012

ინგა გვასალია, ფოთი

25 ოქტომბერს დილიდანვე გაიფიცნენ ფოთის პორტის თანამშრომლები. მათი გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო პორტში მუშაობა მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო.

ფოთის პორტის გაფიცული თანამშრომლები შრომითი უფლებების შელახვას აპროტესტებდნენ და შრომითი კოდექსის გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.ისინი ასევე ითხოვდნენ პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის ოდენობის გაზრდას, კვებითი პრობლემების მოგვარებას, სამედიცინო დაზღვევის დანიშნვას N14 და N4 ნავმისადგომების თანამშრომლებისთვის, თანამშრომელთა შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობისთვის ცვლის მენეჯერების პასუხისმგებლობას და განთავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას.

გაფიცულთა უმრავლესობა სარეზერვო ბრიგადებშია დასაქმებული და როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, მათთვის შრომითი ხელშეკრულებები ამ დრომდე არ გაუფორმებიათ.
 
„კანონი აკანონებს მონობას, ჩვენი უფლებები არ არის დაცული, დაუბრუნეთ პორტი ფოთს და ფოთელებს“, - აცხადებენ პორტის თანამშრომლები. მათი თქმით, ფოთის საზღვაო ნავსადგომში სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც პორტში APM TERMINALI  შევიდა. თანამშრომლებს პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდნენ, თუმცა მოვლენები დაპირებების საპირისპიროდ განვითარდა. 

პორტის თანამშრომლების საპროტესტო აქციას სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც შეუერთდნენ. ისინი 2011 წლის დეკემბერში რესტრუქტურიზაციის მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ მოტივით 750 ადამიანია გათავისუფლებული.

ნავსადგურის პროფკავშირული გაერთიანების თავმჯდომარის, კოკა საჯაიას თქმით,  გაფიცულები ფოთის ნავსადგურის გენერალურ დირექტორს, ჯოზეფ ქროულის დაპირებების შესასრულებლად დროს 1 ნოემბრამდე აძლევენ. ჯოზეფ ქროული მუშებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას უახლოეს მომავალში დაჰპირდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები 1 ნომბრამდე არ დაკმაყოფილდება, ფართომაშტაბიანი გაფიცვები დაიწყება.

პორტის თანამშრომლების გაფიცვის პარალელურად, სატრანზიტო ტვირთების გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ იმ ფირმების მიმართ, რომლებიც თავიანთ მფლობელობაში არსებულ მანქანებზე უცხოელებს ამუშავებენ. ამის გამო კი, ფირმაში დასაქმებული სატვირთო მანქანების მძღოლები უმუშევრები რჩებიან. ასევე, მოითხოვენ ტრანსპორტის სამინისტროს ჩამოყალიბებასა და გადასახადების შემცირებას.

როგორც ისინი humanrights-ge-სთან საუბარში აცხადებენ, რკინიგზის მხრიდან ტვირთების ფაქტობრივი მონოპოლიზების შედეგად სამუშაოს კარგავენ. ეს პროცესი კი, მათივე თქმით, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს რკინიგზა საპარტნიორო ფონდს გადაეცა, რომელსაც ექსპრემიერი ნიკა გილაური ხელმღვანელობს.

„ჩვენი პრობლემები მარტო ჩვენ არ გვეხება, რომლებიც აქ ვდგავართ, ჩვენს მდგომარეობაში კიდევ ასეულობით ადამიანია. ვითხოვთ, მოისპოს მონოპოლია და რკინიგზის გარდა, ტვირთების გადაზიდვის საშუალება მოგვცენ ჩვენც, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. სახლებს ბანკები გვიყიდის, საგადასახადო გადასახადებს გვთხოვს, რა გავაკეთოთ ამის შემდეგ, მშივრები დავიხოცოთ?! ოჯახები დგას ჩვენს უკან“, -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზურაბ გვალიამ.

მძღოლების განცხადებით, ისინი პარლამენტს და მთავრობას სპეციალურ მიმართვას გაუგზავნიან და მათი უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები