კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თეა წულუკიანი: „ნორა კვიციანის სარჩელი მორიგებით უნდა დასრულდეს“

30 ოქტომბერი, 2012

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის აზრით, ემზარ კვიციანის დის, ნორა კვიციანის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი მორიგებით უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება თავად ემზარ კვიციანის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, მინისტრის თქმით, „მისი შესწავლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი კვიციანი სამშობლოში დაბრუნდება და ექნება მზაობა, პასუხი გასცეს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებას ლეგიტიმურად გააჩნია“.

„ნორა კვიცანმა წინა ხელისუფლების უსამართლო სასამართლოს და მთელი რიგი უსამართლობების წყალობით ძმის მიერ ჩადენილი შეცდომების შედეგი საკუთარ თავზე იწვნია. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ უნდა დაისაჯოს რეალური დამნაშავე და არა ის, ვინც გგონია, რომ დამნაშავეა. სასჯელი კი, ადეკვატური უნდა იყოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი პირველი ვიზიტით ნოემბერში სტასბურგში გაემგზავრება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები