კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ალასანია: „თავდაცვის ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის დეფიციტია“

30 ოქტომბერი, 2012

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის „დეფიციტია“ - განაცხადა ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

„პრობლემური საკითხები დაგვხვდა: დაახლოებით 113 მილიონი ლარი არის დეფიციტი თავდაცვის ბიუჯეტში.  ამის შესახებ ჩემს სამუშაო ჯგუფს უკვე აქვს მოსაზრებები შემუშავებული, ამ კრიზისიდან გამოსვლის, რომელსაც მე ორშაბათს საქართველოს პრემიერ მინისტრს [ბიძინა ივანიშვილს] გავაცნობ“, – განაცხადა ალასანიამ, რომელიც 27 ოქტომბერს სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის „დეფიციტის“ დეტალები უცნობია. სამინისტროს 2012 წლის ბიუჯეტი 676.5 მილიონ ლარს შეადგენს.

„დეფიციტის დეტალიზაციას ფინანსებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ მომავალ კვირას“, – განაცხადა ალასანიამ.

ალასანიამ, რომელიც პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად 25 ოქტომბერს დაამტკიცა მინისტრად, განაცხადა, რომ ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობის გაზრდა მისი მმართველობის პრიორიტეტი იქნება.

სივილ ჯორჯია

ვრცლად იხ. ორიგინალი

ახალი ამბები