კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძება დაიწყო

30 ოქტომბერი, 2012

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, რომან ქევხიშვილის ცნობით, 28 ოქტომბერს გამოძიებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი და ის ექვსი პირი დაკითხა, ვინც 27 ოქტომბერს მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალა.

ინციდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსა და ათზე მეტ უცნობ პირს შორის მაშინ მოხდა, როცა რომან ქევხიშვილი ტოკ-შოუ “საჯარო პოლიტიკაში” სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობის პირდაპირ ჩართვას ამზადებდა.

ქევხიშვილის თქმით,  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უცნობმა პირებმა კამერასთან მდგომ სოფლის მოსახლეობას უთხრეს, რომ გადაცემაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ, რის შემდეგაც მათ დაშლა დაიწყეს.

„დავინტერესდი, რატომ არ განგვახორციელებინეს ჩართვა. ამას მოჰყვა ჩვენი უცენზურო სიტყვებით გალანძღვა“, -ამბობს ქევხიშვილი და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. უცნობი პირები იმ ადგილიდან პატრულის მოსვლამდე წავიდნენ.

გამოძიება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის პირველი  ნაწილით იძიებს, რაც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ქევხიშვილი ამბობს, რომ არც მისთვის და არც გამოძიებისთვის ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუ რა მოტივით შეუშალეს მას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი ინციდენტის მონაწილე პირებმა.

თამარ ფარადაშვილი, media.ge

ახალი ამბები