კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

1 ნოემბერი, 2012

სასჯელაღსრულების სამინისტროში ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი 30 ოქტომბერს სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ გამართა.

გიორგაძის თქმით, 24-საათიანი რეჟიმში იმუშავებს ცხელი ხაზი: 577 22-29-46. სამუშაო დღეებში კი, მოქალაქეებს 10:00-დან 18:00 საათამდე დარეკვა შეუძლიათ ქალაქის ნომერზე: 2 25-70-47. 

მისივე თქმით, ამ ნომრებზე პატიმრების ოჯახის წვერებს და ახლობლებს შეეძლებათ დარეკვა და ინფორმაციის მიწოდება პატიმართა უფლებების დარღვევის, ან რაიმე სხვა ფაქტების შესახებ.

30 ოქტომბრიდან ასევე დაიწყებს მუშაობას მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც პირობით სასჯელებს განიხილავს. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის 40 000-ზე მეტი პრობაციონერია და მათ, რომელთაც აღარ ჭირდებათ განსაკუთრებული კონტროლი, პირობითი მსჯავრი მოეხსნებათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები