კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაფიცულ მაღაროელებს ხელფასების 32%-იანი მატება შესთავაზეს

31 ოქტომბერი, 2012

29 ოქტომბერს „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გენადი ტიკვა ითხვისის მაღაროში მჯდომარე აქციის მონაწილეებს შეხვდა. მან მაღაროელებს მენეჯმენტში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა, პრობლემები უმოკლეს დროში მოაგვაროს.

„შექმნილია რვა სხვადასხვა კომისია და თითოეული სწავლობს კომპანიაში შექმნილ მდგომარეობას. დაპირებული 32-პროცენტიანი სახელფასო ზრდა ამ მომენტისათვის ერთადერთი შეთავაზებაა, რაც კომპანიამ შეიძლება რეალურად შეასრულოს. ხელფასების ასპროცენტიანი მატების შესაძლებლობა „ჯორჯიან მანგანეზს“ ამ ეტაპზე არ გააჩნია“, - განაცხადა გენადი ტიკვამ.

ეს წინადადება მჯდომარე აქციის მონაწილეებისათვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. ისინი მაღაროს გვირაბის დატოვებას მათი მოთხოვნების ბოლომდე შესრულებამდე არ აპირებენ.

გენადი ტიკვასთან ერთად მაღაროელებთან შეხვედრაზე სოციალ-დემოკრატების გენერალურმა მდივანი გელა ბანძელაძე და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იმყოფებოდნენ. კომპანიის გენერალური მენეჯერი სტუდენტებმა გააცილეს შეძახილებით: „სოლიდარობა მუშებს!“

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები