კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტები პროკურატურას 2011 წლის 26 სექტემბრის ინციდენტის გამოძიებას სთხოვენ

1 ნოემბერი, 2012

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს.

როგორც ჟურნალისტებს ტექნიკური უნივერისტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, ისინი მოითხოვენ გასული წლის 26 სექტემბერს მომხდარი ფაქტის გამოძიებას.

კობაიძის თქმით, 2011 წლის 26 სექტემბერს რექტორის კაბინეტის მისაღებიდან გაიტაცეს ოთხი მოშიმშილე სტუდენტი, რომელთა შორის თავადაც იყო. მისი განცხადებით, გამტაცებლებმა სტუდენტები ავტომობილიდა მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში ჩამოსვეს.

კობაიძის თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელი თვითმმართველობის თავმჯდომარე გიორგი კუდუნაშვილი, რომელიც ახლა უნივერისტეტის მენეჯერია, ასევე, უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის და სტუდენტებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბორის გოთოლონდია, დაცვის უფროსი რეზო კელდიშვილი და უშიშროების მე-3 განყოფილების უფროსი ლევან ტატიშვილი, რომელიც კობაიძის თქმით, ამჟამად გაუჩინარებულია.

„აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება. ჩვენ ერთი წლის შემდეგ იმიტომ გადავწყვიტეთ განცხადების შემოტანა, რომ წინა ხელისუფლების დროს აზრი არ ჰქონდა სასამართლოში ჩვენი მხრიდან სარჩელის შეტანას - იქნებოდა სუბიექტური სასამართლო პროცესი და აუცილებლად მოხდებოდა ჩვენი უმიზეზოდ გამტყუნება. დღეს კი, იმედი გვაქვს,  რომ საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია შეცვლილია, ჩატარდება ობიექტური სასამართლო პროცესი, მოხდება ობიექტური გამოძიება და დაისჯება ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ მიუძღვის წვლილი სტუდენტთა გატაცებაში. იმასაც ვიტყვით, რომ დღევანდელი თვითმმართველობა ამ ფაქტებიდან გამომდინარე არის არალეგიტიმური“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები