კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა

5 ნოემბერი, 2012

ხონელები აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისანიტარიას უჩივიან. მიუხედავად ამისა, აქ მოვაჭრეები პროდუქტებით მაინც ვაჭრობენ. გარემოვაჭრეთა თქმით, მათ არ შეუძლიათ ბაზარში შესასვლელად დაწესებული თანხის გადახდა და იძულებული არიან, ბაზრის გარე ტერიტორიაზე ივაჭრონ.

გარემოვაჭრე ნათელა კირთაძე ამბობს: „მე ბაზრობის დღეებში 3-4 კილო ყველს ვყიდი, რათა სანაცვლოდ შაქარი, მარილი, სარეცხი საშუალებები და სხვა საჭირო პროდუქტი შევიძინო. ბაზრის შიგნით რომ შევიდე და იქ დავდგე, ესენი ფულს მთხოვენ. ჩემთვის ის 2 და 3 ლარიც ფულია და ოჯახს აკლდება“.

ხონის აგრარული ბაზრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მოვაჭრეთათვის დაწესებული გადასახადი ისედაც მინიმალურია და ტარიფის კიდევ უფრო დაწევას არ გეგმავს.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები