კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები თბილისის მერიას ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებენ

6 ნოემბერი, 2012

ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც თბილისის მერიის სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური გახდა თბილისის მერიის სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები და აღნიშნულ პროგრამებში მონაწილე 600 000-მდე თბილისელის ბედი. ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მოქალაქეების სრულად ინფორმირების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი განცხადების გავრცელებას და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თბილისელებისთვის სამი მნიშვნელოვანი პროგრამის: ტრანსპორტის, სოციალური და სამედიცინო დაზღვევის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას, უშუალოდ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს და დედაქალაქის მერიას ეკისრებათ.

ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „19 ოქტომბერს ყოფილმა პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც თბილისის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამებისათვის გასაწევი ხარჯები, საბიუჯეტო კანონმდებლობის სრული დარღვევით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე, სახელმწიფო ბიუჯეტს გადასცა, რითაც 2012 წელს 25 მილიონი, ხოლო მომავალ წელს 78 მილიონი ლარი, დამატებითი ვალდებულება დააკისრა.

20 ოქტომბერს ქალაქ თბილისის საკრებულომ, დაჩქარებული წესით დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამოიღო აღნიშნული პროგრამებისთვის გათვალისწინებული ხარჯები. თბილისის მერიამ სადაზღვევო კომპანიებს ოფიციალური წერილით მიმართა სადაზღვევო ხელშეკრულებების ნაადრევად შეწყვეტის თაობაზე და მიზეზად თანხების უქონლობა დაასახელა. ეს იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტისთვის წლის განმავლობაში, ტრანსფერის სახით გამოყოფილი 450 მილიონი ლარიდან დედაქალაქს ცხრა თვის მანძილზე ათვისებული ჰქონდა 75%. აქედან, ჯანდაცვის პროგრამებზე გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი, 9 თვის განმავლობაში მერიას დახარჯული ჰქონდა 17 მილიონი ლარი, შესაბამისად, დარჩენილი იყო 13 მილიონი ლარი; სოციალური პროგრამებისთვის განკუთვნილი 52 მილიონი ლარიდან, დახარჯული იყო 30 მილიონი ლარი, დარჩენილი კი - 22 მილიონი. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებისთვის გამოყოფილი 35 მილიონიდან ათვისებული იყო 20 მილიონი ლარი და დარჩენილი რეზერვი შეადგენდა 15 მილიონ ლარს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 19 დღის შემდეგ, მაშინ, როცა მიმდინარეობდა ხელისუფლების გადაბარების პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხები გადაბარების პროცესის მიმდინარეობისას, არც ერთ შეხვედრაზე, მათ შორის, არც ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე არ დასმულა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერ გაიცემა აღნიშნული თანხა, რადგან კანონში 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ ასეთი მუხლები გათვალისწინებული არ არის. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ ვალდებულების ასაღებად არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ჩვენი პოზიცია უცვლელია, რომ აღდგეს თბილისის ბიუჯეტი ძველი პარამეტრებით და დაუბრუნდეს 18 ოქტომბრისათვის არსებულ სტატუს კვოს, თბილისის მერიამ შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები