კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონში გამგებელი ხმაურით დანიშნეს

9 ნოემბერი, 2012

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

2 ნოემბერს ზესტაფონის საკრებულოს სხდომაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი უნდა დანიშნულიყო. ზესტაფონის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომათა დარბაზი სხდომის დაწყებამდე დაიკავა. სხდომა დანიშნულ დროზე გვიან დაიწყო. მოქალაქეთა გვერდით იყო ზესტაფონის მაჟორიტარი კანდიდატი გოგი ქავთარაძე. ისინი გამგებლად კახა გეწაძის დანიშვნას აპროტესტებდნენ.

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გამგებლობის სურვილი გამოთქვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით მაღრაძემ.

საკრებულოს სხდომაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  გამგებლის გივი არაბიძის გადადგომის საკითხი განიხილეს, რომელსაც საკრებულო ერთხმად დაეთანხმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველის გადარჩევის პარალელურად  გამგებლის პოსტზე კახა გეწაძის კანდიდატურა დააყენა.

მოსახლეობამ გეწაძის კანდიდატურა დასახელებისთანავე გააპროტესტა. ისინი აცხადებდნენ, რომ გეწაძეს არავინ იცნობს და ის არასოდეს მდგარა ხალხის გვერდით.

კახა გეწაძემ საკრებულოს სხდომაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. „ზესტაფონი მე ჩემი ნებით არ დამიტოვებინა. ჩემი რაიონი ქუთაისის იმჟამინდელმა გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და რაიონის პირველმა პირებმა დამატოვებინეს“, - განაცხადა კახა გეწაძემ. 

სხდომაზე სიტყვა გოგი ქავთარაძემ ითხოვა და საკრებულოს წევრებს გონიერებისკენ მოუწოდა. „არის ასეთი მოსაზრება, რომ თითქოს კახა გეწაძის კანდიდატურა გამგებლის პოსტზე შეთანხმებული ოყო „ქართული ოცნების“ ადგილობრივ წარმომადგენლებთან. გარკვევით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატურა, რომელსაც საკრებულოს სხდომაზე დავაყენებთ და ვეცდებით, გავიყვანოთ კიდეც. ეს დავით მაღრაძეა, რომელიც ჩვენი კოალიციის მხარდამჭერი იყო. პირადად მე ზესტაფონის საკრებულოს წევრებს დელიკატურად ვთხოვე, რომ გაეთვალისწინებინა ხალხის აზრი, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ხალხის არჩეულია ამ საკრებულოს ყველა წევრი“, - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ.

დავით მაღრაძემ მოგვიანებით თავისი კანდიდატურის დაყენება გადაიფიქრა და საკრებულოს უნდობლობა გამოუცხადა. მან საკრებულოს წევრებს მიმართა და აღნიშნა: „მე საკრებულოზე ჩემი კანდიდატის დასაყენებლად ყველა დოკუმენტაცია მქონდა გამზადებული, მაგრამ ამ საკრებულოს ბინძურ გარიგებაში მონაწილეობას არ მივიღებ და ჩემი კანდიდატურა ამ მიზეზის გამო არ  დავაყენე“.

სხდომის დასასრულს დარბაზში პარლამენტარი აკაკი მინაშვილი შევიდა. მისმა გამოჩენამ ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. მოსახლეობა მას შეძახილებით შეხვდა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ მინაშვილმა ადგილი საკრებულოს თავჯდომარის გვერდით დაიკავა. ამ ფაქტმა დამსწრე საზოგადოება მეტად გააღიზიანა რის შემდეგაც საკრებულოს თავჯდომარემ მერაბ მასხარაშვილმა შესვენება გამოაცხადა.

„საკრებულოს სხდომა არის საჯარო და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უხეშად ახდენენ ზეწოლას საკრებულოს წევრებზე“, - განაცხადა შესვენებაზე აკაკი მინაშვილმა.

სხდომის განახლებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარემ გამგებლად კახა გეწაძის დანიშვნას კენჭი დაჩქარებული წესით უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ამბობენ, რომ: „ასეთი გამაოგნელი ფაქტი არსად არ მომხდარა. აკაკი მინაშვილი უხეშად ჩაერია საკრებულოს მუშაობაში“.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საკრებულომ ზესტაფონის ახალი გამგებელი ისე დანიშნა, რომ ძველი გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანება არ გამოუტანია. მეტიც გამგებლის პოსტი ვაკანტურად არც კი გამოუცხადებია, რაც ადგილობრივი სამართალდარღვევათა კოდექსის პირდაპირი დარღვევაა.

ახალი ამბები