კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მე-2 საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა

9 ნოემბერი, 2012

6 ნოემბერს დილის საათებში ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმარი გულის შეტევით გარდაიცვალა. ბაღდათის მკვიდრი, 55 წლის ალექსანდრე ბილისეიშვილი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ბილისეიშვილი ერთ-ერთია იმ პატიმართა შორის, რომლებიც ციხეში არსებული პირობების გამო შიმშილობდნენ. ინფორმაციას უარყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის ჯგუფის წევრი, „ახალი გაზეთის“ მთავარი რედაქტორი ია ბობოხიძე.

„არა, ეს პატიმარი არ შიმშილობდა. როგორ ციხის დირექტორმა დავით ვაშაკიძემ ჩემთან საუბარში აღნიშნა, პატიმარს ჰქონდა გულის შეტევა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა“, - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბრისას ია ბობოხიძე.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ახალი ამბები