კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის საქალაქო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის ბიძის, ზურაბ გიგუაშვილის საქმეს განიხილავს

12 ნოემბერი, 2012

დღეს, 12 ნოემბერს, 16:00 საათზე საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში იგეგმება სხდომა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბიძის, ზურაბ გიგუაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ბრალად წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილი. კერძოდ, ზურაბ გიგუაშვილს უკანონო შეიაღაღებული ფორმირების შექმნაში მონაწილეობას ედავებიან.

წინასასამართლო სხდომა 2011 წლის ოქტომბერში გაიმართა, თუმცა, ამის შემდეგ, სასამართლომ რატომღაც საქმე შეაჩერა და მხოლოდ ერთი წლის თავზე, ანუ დღეს იწყება მისი არსებითი განხილვა.

ბრალდებული ზურაბ გიგუაშვილი ძებნილად არის გამოცხადებული და ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მის უფლებებს სასამართლო პროცესზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო ანდრიაშვილი იცავს.

„საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლის საფუძველზეც ზურაბ გიგუაშვილს წაეყენა ბრალი. თუმცა, ამ ჩვენებების გარდა, მის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულება არ არსებობს. გიგუაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი ახლობლები ასევე აცხადებენ, რომ  იგი უდანაშაულოა. ჩვენი შეფასებით, ზურაბ გიგუაშვილი უკანონოდ დააკავეს. დამატებით როცა დაიკითხნენ სხვა პირები, გამოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ზეწოლის შედეგად აღიარებინეს დანაშაული და სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებები გააფორმეს. საქმეში ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ერთ-ერთი მათგანი ნაცემი იყო და ამის გამო სასამართლოში ვერ გამოცხადდა“.

ზურაბ გიგუაშვილს ბრალი წაეყენა 2011 წლის 5 ივნისს. 30 ივნისს ის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით დააკავეს, როდესაც სომხეთის საზღვარზე გადადიოდა. მას ჩამოართვეს ხელწერილი, რათა საქართველოდან არ გასულიყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, თვითონვე შეუწყვეს ხელი საზღვარგარეთ გამგზავრებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
12.11.12.

ახალი ამბები