კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ომბუდსმენობის კანდიდატს, უჩა ნანუაშვილს რეკომენდაციას უწევს

12 ნოემბერი, 2012

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, უჩა ნანუაშვილს, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილმა პარლამენტს სახალხო დამცველის კანდიდატურად შესთავაზა.

მხარდაჭერის წერილს ხელს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი, ოგე ბორჩევიკი აწერს. გთავაზობთ ამ წერილის ქართულ თარგმანს:

„ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი 10 წელია, თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა ცენტრთან. უდიდეს პატივს ვცემთ მის აღმასრულებელ დირექტორს უჩა ნანუაშვილს. ჩვენ ერთად ვაკვირდებოდით არჩევნებს, მოვამზადეთ რამდენიმე ანგარიში. ბოლო 6 წელია, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი აფინანსებს ადამიანის უფლებათა ცენტრს. ამ დროის განმავლობაში უჩა წარმოადგენდა საქართველოში ჩვენს ძირითად პარტნიორს და გვევლინებოდა საქართველოს ძლიერი და ცვალებადი სამოქალაქო საზოგადოების ცენტრალურ ფიგურად.

ჩვენ უჩას ვიცნობთ როგორც საიმედო, ძლიერი ხასიათისა და პატიოსან ადამიანს. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) წევრი და ამ გზით მას აქვს ფართო ქსელი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისი პიროვნული ღირსებების დამსახურებით და ადამიანის უფლებათა ცენტრის ფაქტებზე დაყრდნობით წარმოებული საქმიანობის გამო, უჩას საერთაშორისო დონეზე იცნობენ როგორც ერთ-ერთ წამყვან უფლებადამცველს საქართველოში.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი რეკომენდაციას უწევს უჩას, დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა ადამიანის უფლებათა სფეროში როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოში და არასამთავრობო სექტორში“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები