კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კავკასუს ონლაინის“ ხელმძღვანელობას ბოჭკოვან ქსელში სპეციალური აპარატურის დადგმას სთხოვდნენ

12 ნოემბერი, 2012

„კავკასუს ონლაინის“ ხელმძღვანელობას ბოჭკოვან ქსელში სპეციალური აპარატურის დადგმას სთხოვდნენ, რომლითაც იმეილების და ინტერნეტ ინფორმაციის გაკონტროლებასა და კოპირებას შესძლებდნენ.

ამის შესახებ ითქვა ინტერნეტ-გამოცემა for.ge-ს ოფისში გამართულ პრესკოფერენციაზე, სადაც „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი დამფუძნებელი მამია სანადირაძე კომპანიის იძულებითი გასხვისების ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას აუცილებლობაზე საუბრობდა.

მამია სანადირაძემ აღნიშნა, რომ იძულებული იყო, 2000 წელს მის მიერ დაფუძნებული კომპანია 2010 წლის მარტში „ჯიემსი ჯგუფზე“ 50%-იანი წილით გაესხვისებინა. იგი კომპანიაში სულ წილის 80%-ს ფლობდა. აღნიშნულის მიზეზად სანადირაძე 2009 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელებულ ზეწოლებს და დაჯარიმებებს ასახელებს. კერძოდ, კომპანია ოთხჯერ 660 000 ლარით დაჯარიმდა. ასევე სანადირაძე დაადანაშაულეს ინტერნეტის იაფად გაყიდვაში, რის გამოც ბიუჯეტის სასარგებლოდ 11 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა და ამ ჯარიმით მას საგადასახადო სიტყვიერად დაემუქრა.

სანადირაძემ აღნიშნა, რომ „ჯიემსი ჯგუფთან“ გასხვისების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომპანიაზე ზეწოლა მოიხსნა.

სანადირაძე გასხვისების ხელშეკრულების დეტალებს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ იგი კომერციული საიდუმლოებაა. ასევე ამბობს, რომ მათ აქვთ დოკუმენტური მასალა, თუ როგორ ჭრიდნენ მათი კომპანიის ბოჭკოვან კაბალებს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პირები. ისინი ამ ფაქტების შესახებ ინფორმირებას პატრულთან ახდენდნენ, მაგრამ პოლიცია ამ ფაქტზე ზემოქმედებას არ ახდენდა.

მისივე განცხადებით, კომპანიაზე ზეწოლა 2009 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიწყო, როცა მათთან შსს-ს წარმომადგენელი, ვინმე ბორია მანტიჩაშვილი მივიდა და კომპანიის ბოჭკოვან ქსელში სპეციალური აპარატურის დადგმა მოსთხოვა, რითაც იმეილების და ინტერნეტ ინფორმაციის გაკონტროლება და კოპირება უნდა მომხდარიყო. უარის შემდეგ აღნიშნულის გამო კომპანიაზე ზეწოლები დაიწყო.

„კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელის განცხადებით, უახლოეს დღეებში განცხადებას შეიტანს პროკურატურაში და შს სამინისტროში მას შემდეგ, რაც იქ ახალი ხელმძღვანელი პირები დაინიშნებიან და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს, კერძოდ ორგანიზებული დანაშაულის ფაქტის გამოძიებას, დამნაშავეთა დასჯას, რომელთა მეშვეობითაც კომპანიის ნგრევა და იძულებითი გასხვისება მოხდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები