კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

13 ნოემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„უნივერსიტეტი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და   პოლიტიკური ცვლილებები მასზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. ჩვენი უნივერსიტეტის პოლიტიზირებაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით არავინ გათავისუფლებულა“, - ასე უპასუხა ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ რექტორ-მასწავლებელთა იმ ჯგუფს, რომლებიც მის გადარჩევას და უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნას ითხოვენ.

გიორგი ღავთაძე, რომელიც ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში 2010 წლის სექტემბრიდან რექტორის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო დეკემბერში ჩატარებულ არჩევნებში უკონკურენტო კანდიდატი იყო, თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს. ურთიერთობა მასსა და უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელთა შორის მალევე დაიძაბა. მოგვიანებით კი, 2012 წლის საპარლამენტო  არჩევნების წინა პერიოდში, განსაკუთრებით მწვავე ფაზაში გადავიდა. 

ლექტორ-მასწავლებლები პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ, რომელსაც ბოლო პერიოდში, განსაკუთრები კი - წინასაარჩევნოდ ჰქონდა ადგილი.

„პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაყოფა ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც უნივერსიტეტია, სხვა არაფერია, თუ არა უმსგავსობა. ის, რაც ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა, იყო ტერორი. ლექტორ-მასწავლებლები იძულებული იყვნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრებზე ევლოთ. მათ არავინ ეკითხებოდათ, ჰქონდათ თუ არა ამის სურვილი. ისინი კი, ვინც ამას არ გააკეთებდა, ავტომატურად ე.წ. შავ სიაში ხვდებოდა“, - აცხადებენ უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები.

მათი განმარტებით, აკადემიური პერსონალის „შავ სიაში“ მოხვედრას თან სდევდა ტერორი და მუქარა, რაც საბოლოოდ სამსახურიდან გათავისუფლებით მთავრდებოდა. ამის მაგალითად უნივერსიტეტის თანამშრომლები პროფესორ მანანა მიქაძის მაგალითს ასახელებენ, რომელიც კოალიაცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელია.

აღნიშნული ბრალდებების გარდა, სახელდება სხვა საკითხები, რომლებიც გიორგი ღავთაძის რექტორობის პერიოდში სასწავლო პროგრამების აკადემიური დონისა და სწავლის ხარისხის გაუარესებას ეხება.

„ჩვენ შევხვდით უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს, რომელიც არ აღიარებს ჩვენს მიერ დასახელებულ ფაქტებს. იგი უარყოფს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაყოფას და დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებას. ჩვენ მისი, როგორც პიროვნების, საწინაღმდეგო არაფერი გვაქვს. უბრალოდ, როგორც ირკვევა, მასთან რიგ საკითხებზე საუბარს აზრი არა აქვს. ამიტომაც ვითხოვთ რექტორის არჩევნებს და როგორც საარჩევნო, ისე შემდგომი სასწავლო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას. უნივერსიტეტი უნდა იყოს  დამოუკიდებელი და იგი დემოკრატიული პრინციპებით უნდა იმართებოდეს“, - აცხადებენ უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები.

ისინი რექტორის არჩევნების ჩატარების მოთხოვნით უახლოეს დღეებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს მიმართავენ.

ახალი ამბები