12:19, Wednesday, 23.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნატოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეშფოთებულია დაპატიმრებებით საქართველოში

13.11.2012
პრაღა. ნატოს ხელმძღვანელმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეშფოთება გამოხატა ორშაბათს საქართველოს ახალი მთავრობის ოპონენტების დაპატიმრებების ირგვლივ, რაც გასული თვის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. მან ხელისუფლებას მოუწოდა ამ ადამიანთა საქმეებში პოლიტიკური ჩაურევლობა უზრუნველყოს.

პარასკევს, ქართულმა სასამართლომ ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა. თუმცა, გაათავისუფლა ორი სამხედრო მეთაური, რომლებსაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამ საქმემ წუხილი გააჩინა იმის გამო, რომ ახალი მთავრობა, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, პოლიტიკურ ვენდეტას ახორციელებს.

„მე ვარ უაღრესად შეწუხებული მოვლენათა იმ მიმდინარეობით, რასაც (არჩევნების) შემდეგ ვხედავთ, და ეს დიდწილად დაკავშირებულია პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებთან საქართველოში“, - განაცხადა რასმუსენმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრაღაში.

„საქართველოს სამართვლებრივი სისტემისა და სასამართლო სისტემის კომპეტენციაა ამ საქმეების გარკვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებს ძირს არ უნდა უთხრიდეს პოლიტიკური ჩარევები“.

„და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებას ძალიან, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით“, - დასძინა მან.

ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მიიღებდა ზომებს დარღვევებში ეჭვმიტანილი ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ, მას შემდეგ, რაც მისმა კოალიციამ განდევნა ხელისუფლებიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

როიტერი

ქართული თარგმანი ეკუთვნის foreignpress.ge-ს: http://foreignpress.ge/?p=21951 

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC