კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, პროკურატურამ განაახლოს „ვარდების რევოლუციის“ წინა დღეს დაღუპული ორი მოქალაქის საქმის გამოძიება

7 ნოემბერი, 2012

დღეს, 16:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი ატარებს პრეკონფერენციას და მოითხოვს, ხელისუფლებამ გადახედოს ვარდების რევოლუციის წინა დღეს - 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორისა და „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდავლილი დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის საქმეს. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვეთილია დამნაშავე პირები, რომლებსაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სამართალდამცველი უწყებები ხელს აფარებდნენ.

2003 წლის 22 ნოებერს - „ვარდების რევოლუცის“ წინა დღეს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის რეზიდენციის დასაცავად გამოსულმა ჯავშანტრანსპორტიორმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დავით საყვარელიძე და ეთერ წულიაშვილი „ბმვ“-ს მარკის იმ მსუბუქ ავტომანქანაში ისხდნენ, რომელსაც ჯავშანტრანსპორტიორი შეეჯახა. უშიშროების სამინისტროს სპეცოპერაციების ცენტრის კუთვნილ ჯავშანტრანსპორტიორს ავთანდილ მამალაძე მართავდა. შეეჯახებისას „ბეემვეს“  მარკის ავტომანქანის ექვსი მგზავრიდან ორი - დავით საყვარელიძე და ეთერ წულიაშვილი დაიღუპნენ, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები მძიმედ დაშავდნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების შეფასებით, ავტოსაგზაო შემთხვევა შემთხვევითი არ ყოფილა. ორივე სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს მოძრაობდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჯავშანტრანსპორტის მიერ სრულიად  კანონსაწინააღმდეგოდ გზის გადაკვეთის დროს.

ეჭვმიტანილი და მოწმეები აცხადებენ, რომ ჯავშანტრანსპორტი არ გადასულა საპირისპირო მხარეს, არამედ სწრაფად მოძრავი „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი თავად წამოვიდა მათკენ და შეეჯახა ჯავშანტრანსპორტს. თუმცა, ექპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ ავტომობილი „ბეემვე“ აღნიშნული შემთხვევის დროს მთლიანად იმყოფებოდა თავისი სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს და „მოცემულ ვითარებაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ შეიძლებოდა განვითარებულიყო ისე, როგორც მიუთითებენ თავის ჩვენებაში ეჭვმიტანილი ა. მამალაძე და მოწმეები“.

გარდაცვლილი დავით საყვარელიძის დედამ, მარიამ საყვარელიძემ დიდი ძალისხმევის შედეგად და შემთხვევითობის წყალობით, ორჯერ მოახერხა, პრეზიდენტ სააკაშვილისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ და დახმარება ეთხოვა. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა მას განუცხადა, რომ იცოდა ამ შემთხვევის შესახებ და საქმის ობიექტურად გამოძიებაში დახმარება აღუთქვა. თუმცა, ეს დაპირება დაპირებად დარჩა.

სისლის სამართლის საქმე შსს-ში 2003 წლის 23 ნოემბერს სს კოდექსის 276-ე მუხლით (ავტოსაგზაო შემთხვევა) აღიძრა. 26 ნოემბერს საქმე სამხედრო პროკურატურაში გადაიგზავნა. 2004 წლის 19 აპრილს კი ის უშიშროების სამინისტროს  საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა და ახალი სარეგისტრაციო ნომერი - 04990 მიენიჭა.

2005 წლის 28 აპრილს დაზარალებული ოჯახის ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა დავით მანაგაძემ პროკურატურიდან შეტყობინება მიიღო, რომ საქმის გამოძიება შეწყდა. „საქმეზე ჩატარდა ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შეჯახების ზუსტი ადგილი ვერ დადგინდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები არ იძლევა საშუალებას, დასაბუთებული ვარაუდისთვის. ამიტომ, სს საქმე უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია თბილისის პროკურორის დასკვნაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს პროკურატურას, პირადად მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, განაახლოს აღნიშნული საქმე, ჩაატაროს ობიექტური გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი
07.11.12.

ახალი ამბები