კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხში საზოგადოებრივი საპირფარეშო 30 ათას ლარად ააშენეს

15 ნოემბერი, 2012

ლაგოდეხში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა და მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 30 ათას ლარამდე დაუჯდა. საფირფარეშო  ქალაქის ცენტრალურ ადგილზე, 26 მაისის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის და სასამართლოს შენობებს შორის განთავსდა.  მშენებლობა და მისი მოწყობა უკვე დასრულდა, თუმცა ობიექტი მუნიციპალიტეტის გამგეობას ჯერ არ ჩაუბარებია.  მიუხედავად ამისა, ობიექტით საზოგადოება უკვე სარგებლობს.  როგორც რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტმა ადგილზე ნახა, შენობაში გაუმართავია სველი წერტილები, ხოლო ოთახები და ხელსაბანი ნიჟარები დაბიძნურებული.

პროექტის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია  შპს “ერ-თი-ჯი“-მ აწარმოა. საპირფარეშოს მშენებლობაზე  ჯამში 29.086 ლარი დაიხარჯა.  კომპანიის წარმომადგენლები ლაგოდეხში უკვე აღარ იმყოფებიან. რადიო „ჰერეთმა“ მხოლოდ მათი იურიდიული მისამართის დადგენა შეძლო, თბილისი, ზაზიშვილის ქუჩა N 1.
 
ჩაიბარებს თუ არა გამგეობა ობიექტს, რომლის მშენებლობაზეც  30 ათას ლარამდე დაიხარჯა და სადაც გაუმართავია შიდა ინფრასტრუქტურა, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.  ამის გარკვევა „ჰერეთმა“ გამგეობაში სცადა.  ოფიციალური წერილიდან, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა უწყებიდან მიიღო წერია, რომ „ობიექტის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ამ ეტაპზე გამგეობა ელოდება  ექსპერტიზის დასკვნას, რის შემდეგაც მისი ჩაბარება მოხდება“.

„ჰერეთი“ დაინტერესდა ასევე, რომელი სამსახური იქნება ვალდებული საფირფარეშოს მოვლა-პატრონობაზე.  მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე ოფიციალურ წერილში გვწერს, რომ „საზოგადაებრივი საპირფარეშოს მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებლობას აიღებს ის იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს და გაიმარჯვებს რაიონის მიერ 2013 წლის დასაწყისში „პარკებისა და სკვერების“ მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერში, სადაც გაერთიანებული იქნება აღნიშნული ობიექტის მოვლა-პატრონობაც“.

ამასთან, დიმიტრი ლოლაძის განცხადებით,  „საზოგადოებრივი საპირფარეშოს  მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა დიდი არ არის და პროექტის ძვირადღირებულებაზე საუბარი უადგილოა“.

რადიო „ჰერეთი“

ორიგინალი

ახალი ამბები