02:37, Monday, 18.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი გორელოვკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს შეხვდება

15.11.2012
14 ნოემბერს humanrights.ge-ს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 15 ნოემბერს ნინოწმინდის რაიონ სოფელ გორელოვლაში სამინისტროს განსახლების სამმართველოს ხელმძღვანელი, გიორგი მაზმიშვილი ჩავა. მათი თქმით, მაზმიშვილი ეკომიგრანტების მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის და მზად არის, არსებულ სიტუაციაზე მოგვიანებით თავად მოგვაწოდოს ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ humanrights.ge ნინოწმინდის რაიონ სოფელ გორელოვკაში გასულ კვირას იმყოფებოდა. ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს მიმართ უკმაყოფილება სოფელში ჩასახლებულმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა გამოხატეს. ჩვენთან საუბარში, თითქმის ყველა ჩამოსახლებული ოჯახი აცხადებდა, რომ სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მათთვის საცხოვრებელი სახლების და სათიბი მიწების გადაცემა. ეკომიგრატები სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენელს ნაზი დევაძეს კორუფციაში  ადანაშაულებდნენ. ეკომიგრანტების თქმით, დევაძე სახელმწიფოს მიერ ეკომიგრანტებისთვის შესყიდულ სახლებში მათ შესახლებისთვის ფულს სძალავს. ვრცლად, იხ. humanrights.ge-ს რეპორტაჟი - „აჭარელი ეკომიგრანტები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ“.

ჩვენთან სატელეფონო საუბარში გორელოვკაში მცხოვრები ეკომიგრანტები აცხადებენ, რომ გეგმავენ დახმარებისთვის პროკურატურასაც მიმართონ. ხოლო სამინისტროსგან, პირველ რიგში, გიორგი მაზმიშვილისა და ნაზი დევაძის თანამდებობებიდან განთავისუფლებას ითხოვენ.

მანონ ბოკუჩავა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC