კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაფიცულმა მეშახტეებმა სამი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს

16 ნოემბერი, 2012

13 ნოემბერს ტყიბულის ზაალ მინდელის სახელობის მაღაროში მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას საგაფიცვო კომიტეტის ყველა წევრი ესწრებოდა, სადაც  გადაწყდა, ძალაში დატოვონ ადრე შემუშავებული მოთხოვნები.

თუმცა, როგორც კომიტეტის წევრი და „საქნახშირის“ ტექნიკური დირექტორი მარლენ ბახუტაშვილი აცხადებს: „ამ მოთხოვნებს კიდევ სამი პუნქტი დაემატა. 1) აღმასრულებელი დირექტორის და მისი გუნდის თანამდებობიდან გადადგომა, 2) ძიძიგურის სახელობის მარაროს გაუქმების შესახებ არსებული ბრძანების გაუქმება და 3) დირექციის მიერ დაგეგმილი სახელფასო ფონდის შემცირების შეჩერება“.

ძიძიგურის სახელობის მაღაროში 365 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც აღნიშნული ბრძანების საფუძველზე უმუშევრები რჩებიან. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ „საქნახშირის“ დირექცია ხელფასების შემცირებას გეგმავს, რითაც სახელფასო ბიუჯეტს 1 350 000 ლარით შეამცირებენ.

ამ ფონზე მაღაროელები აცხადებენ, რომ გაფიცვას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. შემდეგ კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

მარი ტაბიძე, ტყიბული

ახალი ამბები