კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვორქშოფი და სასწავლო ტური ჟურნალისტებისთვის

ვორქშოფი და სასწავლო ტური ჟურნალისტებისთვის

დევნილთა სამართლებრივი და ფსიქოსოციალური პრობლემები

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი რეგიონალური და ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს ვორქშოფსა და სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად.

ვორქშოფი ერთდღიანია და მისი მიზანია, მედიის წარმომადგენლებს უკეთ გააცნოს დევნილთა სამართლებრივი და ფსიქოსოციალური პრობლემების გაშუქების სპეციფიკა. ვორქშოფის მეორე დღეს კი მოეწყობა სასწავლო ტური დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში, რათა გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები წინა დღით თეორიულად მიღებულ ცოდნაში და მოახდინონ თემის გაშუქება თავიან მედიასაშუალებებში.

ვორქშოფს გაუძღვებიან: რუსუდან მჭედლიშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და  სოფო ტაბაღუა, კავშირი „საფარი“.

რეგიონებიდან ჩამოსულ პირებს, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, აუნაზღაურდებათ ტრანსპორტის ხარჯები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  mediacentre.hrht@gmail.com

ვორქშოფი ჩატარდება 2012 წლის 4 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, ხოლო სასწავლო ტური მოეწყობა 5 დეკემბერს.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2012 წლის 28 ნოემბერი, 18:00 სთ.

საკონტაქტო პირი: მედიაცენტრის კოორდინატორი - ალეკო ცქიტიშვილი, ტელ.: 599 906094 ან 32 2 30 77 66

19.11.12.