კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამტრედიაში ბაგა-ბაღების თანამშრომლები ხელფასების მატებას ითხოვენ

19 ნოემბერი, 2012

15 ნოემბერს, სამტრედიის ბაგა-ბაღების პედაგოგები რაიონის  გამგებელთან შესახვედრად ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მივიდნენ. გამგებელ ავთანდილ სტურუასთან შეხვედრას ისინი ხელოფასების მატების მოთხოვნის მიზნით ითხოვდნენ.

ბაგა-ბაღების პედაგოგების განმარტებით, შეხვედრაზე გამგებელმა მათ განუცხადა, რომ ხელფასები 30%-ით გაეზრდებოდათ, მაგრამ პედაგოგების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. რადგან  ხელფასების 30%-ით ზრდა რეალურად არაფერს ცვლის.

პედაგოგები ამჟამად 100-150 ლარის ფარგლებში იღებენ ანაზღაურებას, რაც საარსებო მინიმუმზე  გაცილებით დაბალია.  პედაგოგები მოითხოვენ, ხელფასები ჯერ საარსებო მინიმუმს გაუტოლდეს და შემდეგ მოხდეს 30%-ის დამატება. ავათნდილ სტურუას განცხადებით კი ბაგა-ბაღების პედაგოგებს ხელფასები მხოლოდ 30%-ით მოემატებათ, რადგან ბიუჯეტში სხვა საშუალება ამ ეტაპზე არ მოიძებნება. მომატებულ ხელფასებს კი პედაგოგები იანვრიდან მიიღებენ.

მარი ტაბიძე, სამტრედია

ახალი ამბები