კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინერალურ წყალ „ზვარეს“ გაქრობა ემუქრება

19 ნოემბერი, 2012

15 ნოემბერს ხარგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზის მშენებლობის პროცესს მოსახლეობა აპროტესტებს. სპეციალისტების თქმით, აღნიშნული მშენებლობა სოფელ ზვარეს ეკოლოგიურ პრობლემებს უქმნის. ამასთანავე, იკვეთება მინერალური წყლის - „ზვარეს“ დაკარგვის საშიშროებაც.

გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგოლაძის თქმით, ამ ეტაპზე ამ სოფელში რამდენიმე სახის პრობლემა ფიქსირდება: „ერთ-ერთი პრობლემა მთის ნიადაგის მოხსნაა, რომელიც ჩაყრილია მდინარეში. ამ ფაქტმა კი შესაძლოა, სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, რადგან შესაძლოა, ნიადაგის მდინარეში ჩაყრას ღვარცოფი ან დატბორვა მოყვეს. ეს განსაკუთრებით დიდ საშიშროებას გამოიწვევს გაზაფხულზე, როცა მდინარე წყალუხვი გახდება. ვფიქრობ უნდა მოხდეს გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება“.
 
გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად აღნიშნული სამუშაოები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმაც მოინახულეს  და არსებული პრობლემების შესწავლით დაინტერესდნენ.

მარი ტაბიძე, ხარაგაული

ახალი ამბები