კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის საკრებულოში დაწყებული დავა სასამართლოში გადაინაცვლებს

21 ნოემბერი, 2012

„მე დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან საკრებულოში ყოველთვის ვგრძნობდი  კომუნიკაციის პრობლემას, რაც თავისთავად უამრავ დაბრკოლებას  ქმნიდა. ამ გადაწყვეტილების  მიღება იმ რთულმა პოლიტიკურმა პერიოდმაც განაპირობა, რომელიც წინ გველოდება“, - ქუთაისის საკრებულოს წევრი კახა ნურალიძე პირველი იყო, ვინც გასული თვის დასაწყისში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

იგი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუერთდა, რომლებმაც  ახალი ფრაქცია - „ქუთაისი“ ჩამოაყალიბეს.

ნურალიძის გზა გაიზიარა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ, რომელმაც 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე (ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, რომელსაც თეატრში სეზონის გახსნის ჩაშლა მოჰყვა) საკრებულოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მოგვიანებით კი, საკრებულოს ახლადშექმნილ ფრაქციაში გადავიდა. 

ქუთაისის საკრებულოში გაკეთებული წინასწარი პროგნოზები, რომლის მიხედვით,  ყოფილი „ნაციონალების“ ბედს უმრავლესობის არაერთი  წარმომადგენელი გაიზიარებდა, გამართლდა. 15 ნოემბერს ფრაქცია „ქუთაისში“ კიდევ ხუთი დეპუტატი გადაბარგდა.

დაპირისპირება კი, რომელიც საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წარმომადგენლის, დავით დვალის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან გადაყენებას მოჰყვა, სავარაუდოდ სასამართლოში გადაინაცვლებს.

„საკრებულოს სხდომის შედეგები სამართლიანად ვერ ჩაითვლება, რადგან დაირღვა 24-საათიანი ვადა სხდომის ჩატარების შეტყობინების თაობაზე. მიღებული გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც „ნაციონალების“ მხრიდან დღითიდღე მძაფრდება“, - აცხადებენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. 

მათი განმარტებით, 15 ნოემბერს ჩატარებული ქუთაისის საკრებულოს სხდომის, ისევე როგორც პროცედურების სამართლიანობას უახლოეს დღეებში სასამართლო გაარკვევს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები