კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილი: „საპარლამენტო უმრავლესობამ ფორმა დაარღვია, როცა ხატისკაცი დაასახელა ომბუდსმენობის კანდიდატად“

22 ნოემბერი, 2012
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატის, ნინა ხატისკაცის მეუღლის მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტი არ არის. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ამ ლოგიკით სახალხო დამცველის ოჯახის წევრი არ უნდა დასაქმდეს. 

„რაც შეეხება ხატისკაცის მეუღლის დანიშვნას გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. მე ცუდად ვერკვევი ამ პროცესებში, მაგრამ პირადად ჩემი აზრით ეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს. ამ ლოგიკით, რომ წავიდეთ მაშინ ომბუდსმენის ოჯახის წევრი ვერსად ვერ უნდა დასაქმდეს და აკრძალული უნდა იყოს. ესეთი აკრძალვა მე როგორც ვიცი არ არსებობს“, - აღნიშნა ივანიშვილმა. 

ამასთან, ივანიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობამ ფორმა დაარღვია, როდესაც ხატისკაცი დაასახელა კანდიდატად. 

„თვითონ ფორმა, როდესაც უმრავლესობამ ხატისკაცი განიხილა ომბუდსმენის კანდიდატად, ოდნავ დაირღვა. პრიორიტეტი ჩვენ გვქონდა მიცემული სამოქალაქო საზოგადოებაზე და ეს იყო ჩემი დიდი სურვილი, რომ მაქსიმალურად მათთვის მიგვეცა სახალხო დამცველის გამოვლენის საშუალება. რაღაც ეტაპზე ეს ფორმა დაირღვა და ახლა ვცდილობთ ეს აღვადგინოთ. ერთ-ერთ კანდიდატად უჩა ნანუაშვილი განიხილება და მასზე მოსმენა იქნება. კიდევ არის სხვა კანდიდატებზე საუბარი და მათაც თუ სურვილი ექნებათ, უმრავლესობა მოუსმენს მათაც და ამის შემდგომ გაკეთდება არჩევანი, ხატისკაცი იქნება სახალხო დამცველი თუ სხვა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები