კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჩხერეს საკრებულოს ახალი თავჯდომარე ჰყავს

22 ნოემბერი, 2012
 
20 ნოემბერს საჩხერის საკრებულოში მორიგი რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილებოდა - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ახალი კანდიდატურის დასახელება.
 
სხდომაზე ერთ-ერთ კანდიდატად „ქართული ოცნების“ საჩხერის ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა ზამბახიძე დაასახელეს. საჩხერეში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას დეპუტატი დავით ბერძენიშვილიც ესწრებოდა. საკრებულოს 20-მა წევრმა ინგა ზამბახიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

საჩხერის საკრებულოს ახალი თავჯდომარე მუშაობას 21 ნოემბრიდან შეუდგება. „საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მუნიციპალიტეტში ბევრი სოციალური საკითხია მოსაგვარებელი. ასევე კარგად დასაგეგმია 2013 წლის ბიუჯეტი“, - აღნიშნა ინგა ზაბახიძემ.

მარი ტაბიძე, საჩხერე

ახალი ამბები