კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამინისტრო საპატრულო პოლიციიდან თანამშრომლების დათხოვნას გამოეხმაურა

22 ნოემბერი, 2012
 
შს სამინისტრო საპატრულო პოლიციიდან თანამშრომლების დათხოვნის ფაქტებს გამოეხმაურა. შსს განმარტავს, რომ თანამშრომლების დათხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ სტრუქტურების რეორგანიზაციასთან და ის არავითარ პოლიტიკურ და სხვა ხასიათს არ ატარებს.

„კადრების განკარგულებაში დარჩენილები და ახალი კადრები შეირჩევიან მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით.

რაც შეეხება სტრუქტურული რეორგანიზების აუცილებლობას, ამას აქვს თავისი დეტალური განმარტება: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო განრიგი შექმნილია 2004 წელს, აღნიშნული სტრუქტურული განრიგი  უცვლელი იყო გასული 8 წლის განმავლობაში. საპატრულო პოლიცია ფუნქციონალურად და სტრუქტურულადაც საგრძნობლად შეიცვალა, რაც გამოიხატა იმაში, რომ საპატრულო პოლიციას გამოეყო მთელი რიგი სამსახურები, კერძოდ ავტო-ტრანსპორტის, სანომრე ნიშნების, მართვის მოწმობების და იარაღის გაცემისა და რეგისტრაციიის სამსახურები. ასევე, საპატრულო პოლიციამ შეიერთა ისეთი სამსახურები, როგორიცაა სასაზღვრო-სამიგრაციო გამშვები პუნქტები და საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახური.

გარდა ფუნქციონალური და სტრუქტურული ცვლილებებისა, ბოლო დროს საპატრულო პოლიციის მთელი რიგ დანაყოფებში აღინიშნებოდა სამსახურებრივი მოვალეობის არასრულფასოვანი და არაჯეროვანი შესრულების ხშირი შემთხვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ საპატრულო პოლიციის მუშაობა და მოქმედება  მაქსიმალურად შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რაც არის სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების და ინტერესების დაცვის პრინციპები, საჭიროა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთლიანი სტრუქტურული ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია.

კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ რეორგანიზაციის დროს მიღებული გადაწყვეტილებები დაფუძნებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის ხარისხის ამაღლებაზე“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები