კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთის კულტურის ცენტრს თანამშრომელთა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხები „გამოელია“

22 ნოემბერი, 2012
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია  ა(ა)იპ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მას 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სოფო ჭელიძე ხელმძღვანელობს.

2012 წელს ცენტრის ბიუჯეტმა 291 000 ლარი შეადგინა, ხოლო 2013 წლისთვის თანხა მცირედით შემცირდება და როგორც საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პაატა ფირცხალაიშვილი ამბობს, სავარაუდოდ,  270 000 ლარი იქნება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულტურის ცენტრში ხელშეკრულებით აყვანილ პირებს ხელშეკრულება შეუჩერდათ. როგორც humanrights.ge-მ გაარკვია, ხელშეკრულებებს ვადა 2013 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა. წესით, ამ ფორმით დასაქმებულ ადამიანებს პრობლემები არ უნდა შექმნოდათ, რადგან მათი დაფინანსება წლის ბოლომდე ბიუჯეტში იყო ასახული.

ამას გარდა, humanrights.ge-ს ერთ-ერთმა რესპონდენტმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ კულტურის ცენტრში ადამიანები ორ–ორ შტატზე არიან დასაქმებულები, მათ შორის ცენტრის დირექტორი სოფიკო ჭელიძეც. წყაროს ინფორმაციით, ცენტრის დიდი დაფინანსების მიუხედავად, დღემდე კეთილმოუწყობელია სარეპეტიციო დარბაზი, რომელიც შეშის ღუმელით თბება. წყარომ ისიც გვითხრა, რომ ცენტრში არსებულ ფოლკლორის სახელოსნოში დირექტორს ე.წ. მკვდარი სულები ჰყავს შეყვანილი და მათ სახელზე ხელფასი იწერება. 

სიტუაციაში გარკვევის მიზნით თავდაპირველად კულტურის ცენტრის დირექტორს სოფო ჭელიძეს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა: „ხელშეკრულება შევუჩერეთ მომღერალთა ანსამბლებს, ისინი ერთი თვით დავითხოვეთ, რადგან არ იგეგმება ისეთი კონცერტები, რომელშიაც მონაწილეობას მიიღებენ“. 

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხელშეკრულებების ვადა 2013 წლის 1 იანვრამდე იყო. რატომ შეჩერდა ნოემბრის შუა რიცხვებში? 

- ხელშეკრულების ფორმა ამას ითვალისწინებს და შრომის კოდექსიც არეგულირებს კიდეც. ხელშეკრულება შეუჩერდა ანსამბლებს: „აცაურას“, „მხედრებს“, სუფსის ანსამბლს, აქ დასაქმებულ რამდენიმე ადამიანსაც, რომლებიც არ არიან დაკავებულები საახალწლო ღონისძიებაში. 

- ანუ ხელშეკრულება შეუჩერდა მათ, ვინც საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ იღებს? და ამ ღონისძიების დასრულების შემდეგ მათთან კონტრაქტი აღდგება? 

- დიახ, მათ შეუჩერდათ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე არ გვჭირდებოდა ისინი, მაგრამ ერთ თვეში ხელშეკრულებას ისევ გავუფორმებთ. მართალია, ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი შემცირებულია, მაგრამ ამით ძალიან არ დავზარალებულვართ. ახალ პროექტში მაინც იქნება გათვალისწინებული იმ ადამიანთა ხელფასები, რომლებთანაც ხელშეკრულება დროებით შევაჩერეთ.

- ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ კულტურის ცენტრის მუშაკები ამავე ცენტრში ორ–ორ შტატზე არიან გაფორმებულები და ორ ხელფასს იღებენ? 

- დიახ, პირადად მე ვარ კვარტეტის ხელმძღვანელი და გარკვეულ ეტაპზე ვიღებდი ხელფასსაც, მაგრამ - ახლა არა. ჩვენი რამდენიმე თანამშრომელიც ასევეა - ორ ადგილას მუშაობენ და ეს კანონის ფარგლებში ხდება. კულტურის ცენტრის მუშაკი ხელშეკრულებით არის ლოტბარი ან დრამწრის ხელმძღვანელი. ეს შრომითი ურთიერთობები მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარეა აწყობილი. 

- რამდენი ადამიანია დასაქმებული ფოლკლორის  სახელოსნოში? 

- აქ ხელშეკრულებით დასაქმებული არიან ჩვენი თანამშრომლები. მაგალითად - ანსამბლ „მხედრების“ ლოტბარი ავთანდილ მახარაძე, რომელიც ამავროულად სახელოსნოს პედაგოგიცაა და იქაც იღებს ხელფასს.

- გვითხრეს, რომ ამ სახელოსნოში ე.წ. მკვდარი სულები გყავთ, რომლებზედაც ხელფასები იწერება... 

- არა, ეს სრული სიცრუეა. მკვდარი სულები რა, საარჩევნო სიები კი არ გვაქვს აქ?! ვიღაც ძალიან სერიოზულად მტრობს.  

- არის თუ არა გარემონტებული სარეპეტიციო დარბაზი და თბება თუ არა ის? 

- ვერ ვიტყვი, რომ მაღალ დონეზეა გარემონტებული, მაგრამ რეპეტიციების ჩატარება შესაძლებელია. ამ შენობაში ბევრი ოთახია სარემონტო, სამწუხაროდ. სარეპეტიციო დარბაზი შეშის ღუმელზე თბება და პრობლემა ამ მხრივ არავის ექმნება.

კულტურის ცენტრში განვითარებულ მოველებზე ჩვენ კომენტარი ვთოხვეთ კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრს, რომან ბიწაძეს. 

- ბატონო რომან, რამდენადაა დასაშვები, რომ ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანი ამავდროულად, ამავე ორგანიზაციაში მეორე შტატს ითავსებდეს და ორ ხელფასს იღებდეს? ამ შემთხვევაში კულტურის ცენტრზე მაქვს საუბარი. 

- კულტურის ცენტრი არის ა(ა)იპ და ის საჯარო სამსახურს არ განეკუთვნება. ამიტომ ადმინისტრაციაში დასაქმებული პიროვნება შესაძლებელია იყოს ამავე ორგანიზაციაში სხვა შტატზე აყვანილი. ამგვარ ორგანიზაციებში შეთავსებებს კანონი არ ზღუდავს. სხვა საქმეა მორალური მხარე - როცა ამდენი ადამიანია დაუსაქმებელი და ასეთ დროს შენ ორ ადგილას მუშაობ, ცხადია, გამართლებული არაა. თუმცა, თუკი ეს ადამიანი შეუცვლელია, როგორც დავუშვათ - ლოტბარი ან ქორეოგრაფი, მაშინ საკამათო არაფერია. 

- კულტურის ცენტრში რამდენიმე ადამიანს ვადამდე ადრე შეუჩერდა ხელშეკრულება, რომელიც 2013 წლის პირველ იანვრამდე იყო გაფორმებული. ამ ფაქტს ცენტრის ხელმძღვანელი იმით ხსნის, რომ საახალწლო ღონისძიებაში ეს ადამიანები დაკავებულები არ იყვნენ და მათ ხელშეკრულება ერთი თვის შემდეგ ისევ გაუგრძელდებათ..

- სამწუხაროდ, დღეს არსებული შრომის კოდექსი დასაქმებულთა ინტერესებს არანაირად არ ითვალისწინებს და ადმინისტრაციას შეუძლია, ათასი მიზეზი მოიგონოს ხელშეკრულების გასაუქმებლად. რაც შეეხება იმას, რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის არ სჭირდებოდათ ეს ადამიანები, ცოტა უცნაურად მეჩვენება. როცა უფორმებდნენ ხელშეკრულებას, მაშინ არ იცოდნენ, რომ საახალწლოდ არ დასჭირდებოდათ ეს ადამიანები? ა(ა)იპ–ები ხომ მთელი წლის გეგმას აკეთებენ? წლის დასაწყისში თუ არა, შუაში მაინც უნდა სცოდნოდათ, რომ ხელშეკრულებას შეწყვეტდნენ. 

- მათი ხელფასი, ვისაც ხელშეკრულება 2013 წლის იანვრამდე ჰქონდათ გაფორმებული, ბიუჯეტში ასახული იყო... 

- აი, სწორედ ესაა საეჭვო. ამ ადამიანებს 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით უნდა მიეღოთ ხელფასი. ახლა კი უცებ, აუქმებენ ხელშეკრულებას. ვიმეორებ, ამდენ იწილო–ბიწილოს სჯობს აღიარონ, რომ ეს ხალხი წინასაარჩევნოდ დაასაქმეს და ახლა სახსრები აღარ აქვთ. 

- საუბარია არა ერთ ან ორ ადამიანზე, არამედ მთლიანად ანსამბლებზე... 

- ანსამბლების დაფინანსებაც კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. ვფიქრობ, რომ უნდა შეემუშავებინათ პროგრამული ბიუჯეტი, რომლის თანახმადაც ნებისმიერ ანსამბლს ცენტრი გადაუხდიდა ხელფასს მაშინ, როცა დასჭირდებოდა. ახლა ამ ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ „აღარ გვჭირდებით“, უხერხულიცაა. სამწუხაროდ, ეს არის ნეოკომუნისტური მიდგომა ამ საკითხისადმი.  

ახალი ამბები