11:03, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის განცხადებას ეხმაურება

26.11.2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის განცხადებას, რომელმაც  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ და ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა თხოვნით, მისი საკითხი „ცალკე გაიტანონ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განსახილველად“. საქმის საფუძვლიან შესწავლამდე კი მერაბ რატიშვილი პოლიტპატიმართა არსებული სიიდან მისი სახელისა და გვარის ამოღებას ითხოვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს გაუმართლებლად მიაჩნია მერაბ რატიშვილის საქმის იზოლირება დანარჩენი პოლიტმატიმრების საქმეებიდან, რადგან მისი პოლიტპატიმრობის საკითხი ეჭვს არ იწვევს და ამ საქმის დამატებით შესწავლის საჭიროება, პრაქტიკულად, არ არსებობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს შესწავლილი აქვს ავტორიტეტულ უფლებადამცველ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ფაქტების დამდგენი მისია დარწმუნებულია, რომ მერაბ რატიშვილი სრულიად გაყალბებული და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მსხვერპლია“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მისიის დასკვნაში .

დასკვნის მომზადებისას მისიამ მხედველობაში მიიღო რამდენიმე გარემოება, კერძოდ: „მერაბ რატიშვილი დაპატიმრების წინა დღეებში პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიური იყო; იგი დააპატიმრეს მასობრივი ოპოზიციური დემონსტრაციების (რომლის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მძიმე რეპრესიებს მიმართა) დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე; იგი ამტკიცებს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკები მანქანაში და სახლში ჩაუდო; საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს ამ ვერსიას და  აღნიშნავს, რომ ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი 2007 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დააპატიმრეს და ნარკოტიკების უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს; გამოძიების დროს გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა; ბინის ჩხრეკას არ ესწრებოდნენ მოწმეები, რაც კანონდარღვევაა; პოლიციამ რატიშვილს ჩამოართვა ნივთები, რომელიც მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა - კომპიუტერი, პოლიტიკური შინაარსის მქონე ფლეირები და მაისურები; მერაბ რატიშვილის მტკიცებით, ქართველმა ჩინოვნიკებმა მოსთხოვეს მას ეღიარებინა, რომ ის რუსეთის ჯაშუში იყო და მიეცა ცრუ ჩვენება ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ; ამავე პერიოდში ოპოზიციის ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი იძულებული გახდა, ქვეყანა დატოვებინა მას შემდეგ, რაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა. მან პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

26.11.12.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC