კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოტორეპორტიორთა საქმეზე ახალი ვიდეომასალა შსს-ს და პროკურატურას გადაეცემა

26 ნოემბერი, 2012

Humanrights.ge

გაზეთი „კვირის ქრონიკა“ ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ტექსტურ ვარიანტს აქვეყნებს. გამოცემის მტკიცებით, ჩანაწერში კუდ-ის ორი თანამშრომელი ჯერ ერთ ფოტორეპორტიორს გიორგი აბდალაძეს, შემდეგ კი მეორეს, ზურაბ ქურციკიძეს ესაუბრებიან და ადვოკატის შეცვლას სთხოვენ.

გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე გასული წლის ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს.

„კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, კუდის თანამშრომლები ფოტორეპორიორებს საკუთარი ადვოკატების ბესელიას, მაჭარაშვილის, ჩინჩალაძის და ჩიქოვანის აცილებას და მათ ნაცვლად მირდატ ქათამაძის და ვინმე კახას მოწვევას სთხოვენ.

გიორგი აბდალაძე გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ არსებობს კიდევ ციხის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების სრული არქივი.

„ვინც ეს ორი ჩანაწერი მომაწოდა, ვთხოვ იმ ადამიანს, საჯარო გახადოს ეს მასალები. თუ ეს ჩანაწერი გამოქვეყნდება, ფარდა აეხდება ყველა იმ უკანონობას, რომელიც წლების განმავლობაში ხდებოდა“, - აღნიშნავს გიორგი აბდალაძე.

მისი თქმით, ამ ჩანაწერებს გადასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას და გამოძიების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.

26 ნოემბერს ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აიძულებენ გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს, აიცილონ თავიანთი ადვოკატები. „მეცხრე არხის“ ცნობით, ეს სწორედ ის ვიდეოკადრებია, რომლებიც გიორგი აბდალაძეს მიაწოდეს.

ვიდეოკადრების მიხევით, ერთ-ერთი პირი ეუბნება გიორგი აბდალაძეს, რომ აიცილოს ადვოკატები – ბესელია, მაჭარაშვილი, ჩინჩაბაძე და ჩიქოვანი იმ მიზეზით, რომ თითქოს მისი და ადვოკატების პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ამასთან, აბდალაძეს განუმარტავენ, რომ მან უნდა დააყენოს შუამდგომლობა ადვოკატების აცილების შესახებ, შემდეგ ზარი განახორციელოს შერჩეულ ადვოკატზე და სთხოვოს, რომ ის იყოს მისი უფლებადამცველი.

ზუსტად იგივე შინაარსისაა ვიდეოჩანაწერი ზურაბ ქურციკიძის შესახებაც, რომელსაც ასევე სთხოვენ ადვოკატზე აცილებას და სხვა ადვოკატთან დარეკვას.

ვიდეოკადრების არასრული ვერსია

წყარო: „კვირის ქრონიკა“, Media.ge, პალიტრა.ტვ

ახალი ამბები