კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამარ კორძაია პრემიერ-მინისტრის განცხადებას დამოუკიდებელი მედიის მუშაობაში ჩარევის მცდელობად აფასებს

26 ნოემბერი, 2012

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია დამოუკიდებელი მედიის მუშაობაში ჩარევის მცდელობად აფასებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუციის, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელმა, თავი უნდა შეიკავოს მედიაზე საკუთარი შეხედულებების გამოხატვისაგან, მით უფრო მაშინ, როცა საკითხი  ეხება საზოგადოებრვი მაუწყებელს - იმ ტელევიზიას, რომელსაც დღეს მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საგადასახადო სტრუქტურა ამოწმებს“, - უთხრა Media.Ge-ს თამარ კორძაიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ მფლობელობაზე ჰკითხა,  განაცხადა, რომ მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის კუთვნილ „მე-9 არხს“ დახურავს და შენობას და სატელევიზიო ტექნიკას საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცემს, ოღონდ - იმ შემთხვევაში, თუ „საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ინტერესების გამტარებელი გახდება“.

თამარ კორძაია პრემიერ მინისტრს ახსენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, მისი საქმიანობის შეფასებაც შეუძლიათ პარლამენტარებს, საზოგადოებას, უბრალოდ - მაყურებელს.

თამარ კორძაიამ  ბუნებრივი უწოდა ჟურნალისტების   დაინტერესებას „მე-9 არხის“ მომავლით, რადგან ის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ეკუთვნის.

„ის [ბიძინა ივანიშვილი], ამ თვალსაზრისით,  ვალდებულია, გასცეს პასუხები მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს“, - თქვა კორძაიამ, განათლებით იურისტმა და მედიის სამართლის სპეციალისტმა.

2004 წელს დახურული „მე-9 არხი“  2012 წლის დასაწყისში გაიხსნა, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის  პოლიტიკაში გადასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არცევნების შედეგად ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულმა პოლიტიკურმა კოალიციამ მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა და პარლამენტში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა მოიპოვა.

Media.ge

ახალი ამბები