კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი გაზრდილია

27 ნოემბერი, 2012

21 ნოემბერს ბაღდათის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. სხდომას საკრებულოს წევრები და ბიუჯეტის ფორმირებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შენიშვნები მუნიციპალიტეტის გამგეობას ბიუჯეტის პროექტთან ერთად გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ბიუჯეტი გაზრდილია. 10 000 ლარით გაიზარდა სოციალური პაკეტის დაფინანსება. გარდა ამისა დაფინანსება გაეზარდა ინფრასტრუქტურის სფეროს, ხოლო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხელფასები მოემატათ.

10 დეკემბერს გამგეობამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტის უკვე შესწორებული პროექტი უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ.

მარი ტაბიძე , ბაღდათი

ახალი ამბები