კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სენაკის კეთილმოწყობის“ დირექტორებს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებენ

27 ნოემბერი, 2012

ინგა გვასალია, სამეგრელო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მურად შამათავას ინფორმაციით, შპს „სენაკის კეთილმოწყობა“ წლების განმავლობაში ფინანსური დარღვევებით მუშაობდა. 15 ნოემბერს შამათავამ აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს გადაუგზავნა.

საპასუხოდ, შპს „სენაკის კეთილმოწყობის" ყოფილი დირექტორები, გია წულეისკირი და დემურ ჯანაშია აცხადებენ,  რომ მათი მუშაობის პერიოდში ორგანიზაციას  დარღვევები არ ჰქონია.

შპს „სენაკის კეთილმოწყობა“ 2005 წელს შეიქმნა საკრებულოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მურად შამათავას განცხადებით, ამ სამსახურის შეზღუდული ორგანიზაციის საზოგადოების სტატუსით შექმნა თავიდანვე არასწორი იყო. „სენაკის კეთილმოწყობის“ კონტროლი და გაწეული სამუშაოების შეფასება ასევე საკრებულოს წარმომადგენლების კომპეტენციაში შედიოდა.

„ამ ადამიანებს თავიდანვე ევალებოდათ და დღესაც ევალებათ თანხების გამოყოფა, მისი განკარგვა, შეფასება, კონტროლი. საკუთარი თავის შემფასებლები იყვნენ და არიან“, - ამბობს შამათავა.

ოპოზიციური ფრაქცია ბოლო ორი წლის განმავლობაში ითხოვდა ამ საზოგადოების „აიპად“ გადაკეთებას, რასაც, როგორც იქნა, მიაღწია. ამ ორგანიზაციის ლიკვიდატორმა დემურ ჯანაშიამ საკრებულოს წარუდგინა სალიკვიდაციო ბალანსი და აუდიტის ორი დასკვნა. ჯანაშია შპს „სენაკის კეთილმოწყობის“ დირექტორი იყო ბოლო თერთმეტი თვის განმავლობაში. შამათავას განცხადებით, ჯანაშიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საფუძვლიან ეჭვებს იწვევს, რომ „სენაკის კეთილმოწყობაში“ ადგილი ჰქონდა სერიოზულ ფინანსურ დარღვევებს. შამათავა ასევე აცხადებს, რომ მათ საკრებულომ არ მისცა დროებითი მუშა ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც დააზუსტებდა ამ საზოგადოების საქმიანობის გამჭვირვალობას. ამიტომ ოპოზიციური ფრაქცია იძულებული გახდა „სენაკის კეთილმოწყობაზე“ არსებული ყველა დოკუმენტაცია გადაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო  დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოსთვის.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ საზოგადოების საქმიანობით დაინტერესებული იყო საოლქო პროკურატურაც. ამოღებულია 2007-2010 წლების საბუღალტრო დოკუმენტაცია, მაგრამ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის დასკვნა უცნობია.

2005 წლიდან შპს ,,სენაკის კეთილმოწყობის" დირექტორი გია წულეისკირი გახლდათ. მას შემდეგ, რაც შპს გადაკეთდა „აიპად“, შეუერთდა დასუფთავების სამსახურს და ეწოდა „სენაკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი“, წულეისკირი ამ ცენტრის დირექტორად დანიშნეს.

Humanrights.ge-მ კომენტარისთვის მიმართა გია წულეიკირსა და დემურ ჯანაშიას. როგორც წულეისკირმა აღნიშნა, დოკუმენტაციას პროკურატურა უკვე ამოწმებს: „ისეთი ციფრებია მოყვანილი შამათავას მიერ წარმოდგენილ ოქმში, მე ამას ვერ დავეთანხმები და გასარკვევია, რატომაა ასეთი უზუსტობა. საქმე ეხება დაბომბვის შედეგად მიყენებულ ზარალს გარეგანათებაზე და ამაზე გამგეობიდან გამოყოფილ 232 650 ლარს, რაც აბსურდია. თქვენ თავად იცით, რა ზარალიც მიადგა სენაკს 2008 წლის დაბომბვისას. ასეთი ზარალი არ ყოფილა და ასეთი რაოდენობის თანხაც არ გამოუყვიათ. საოლქო პროკურატურამ ამოიღო საბუღალტრო დოკუმენტაცია და ამოწმებს“.

ახალი ამბები