კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ანტიკორუფციული პალატა“ რიგი პროკურორების გათავისუფლებას ითხოვს

27 ნოემბერი, 2012

„ანტიკორუფციული პალატის“ თავმჯდომარე პაატა შავაძე ბათუმისა და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის რამდენიმე პროკურორის სამსახურიდან დათხოვნას ითხოვს. შავაძე მოთხოვნის საფუძვლად მათ უკანონო საქმიანობას მიუთითებს.

პაატა შავაძე, „ანტიკორუფციული პალატის“ თავმჯდომარე: „აჭარის პროკურატურის განყოფილების უფროსი ზვიად ფხაკაძე, პროკურორი მიქაელ ქობულაძე, ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე სიმონ გოგილაშვილი და პროკურორები ზაზა მეტონიძე და გიორგი ლილუაშვილი დაუყონებლივ უნდა გადადგენ დაკავებული თანამდებობიდან. აჭარის პროკურორს, ლევან გზირიშვილს აღნიშნული პროკურორების მიერ საპროცესო ხელმძღვანელობით ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმეების დაუყოვნებლივ გადახედვას ვთხოვ“.

შავაძის განცხადებით, აღნიშნული პროკურორები არაკეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და არაერთგზის არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. მისივე განმარტებით, პროკურორთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ბათუმის საპყრობილეში მყოფ პატიმართა განცხადება-საჩივრებიც ადასტურებს.

პაატა შავაძე აცხადებს, რომ ფაქტობრივი მასალა მთავარ პროკურატურაში უკვე 25 დღეა გადაგზავნილია და „ანტიკორუფციული პალატა“ მათზე რეაგირებას ელოდება.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები