კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თერჯოლაში მუხის ხეები მოჭრეს

29 ნოემბერი, 2012
 
ბოლო ორი კვირის განმავლობაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ 26 მაისში მუხის ხეები მასსობრივად გაიჩეხა. მუხის ხეები რამდენიმე ათეულ წელს ითვლიდა, რომელიც 120 ჰექტარზე იყო ბუნებრივად გაშენებული. ქართული მუხა წითელ წიგნშია შეტანილი და მისი მოჭრა კანონით ისჯება.

ადგილობრივი მოსახლეობა მუხის ხეების გაჩეხვაში ბრალს თერჯოლის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ბუცხრიკიძეს სდებს. იგი არჩევნებში  „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატობაზე იყრიდა კენჭს. მოსახლეობის განცხადებით,  საარჩევნო  ხმების სანაცვლოდ ზურაბ ბუცხრიკიძემ მოსახლეობას ტყეში  ხეების ჭრის უფლება მისცა. 

აღსანიშნავია, რომ  სატყეო სამსახურსს  ხეების ჭრასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაუცია. იმერეთის ტყის მთავარმა მეტყევემ ვახტანგ დარახველიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  შეტყობინება არ მიუღიათ. თუმცა, უნებართვო ჭრა კანონით ისჯება.

მარი ტაბიძე, თერჯოლა

ახალი ამბები