კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნება“ ლანჩხუთის გამგეობის წინ მიმდინარე აქციას ემიჯნება

30 ნოემბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

რამდენიმე დღეა, ლანჩხუთის გამგეობის წინ კარავი დგას. მას უკვე საკანიც შეემატა. აქციაზე მეოთხე დღეს ლანჩხუთელების გარდა ოზურგეთელებიც შევნიშნეთ, რომლებიც ე.წ. ზვიადისტები აღმოჩნდნენ. აქციის მონაწილეები გამგებლის გადადგომას მოითხოვენ.

ჩვენთან საუბარში ომის ვეტერანმა, მაიორმა გია გუდავაძემ  განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს ლანჩხუთელებს.

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ის შიმშილობას დაიწყებს: „არ ვიცი, რას იზამენ სხვები, მაგრამ პირადად მე დავიწყებ შიმშილობას, თუკი მოთხოვნები არ შესრულდება“.

ფირცხალაიშვილს რესპუბლიკური პარტიის წევრმა რომან ბიწაძემ ჰკითხა: „თუ არ გაიზიარა საკრებულომ თქვენი მოთხოვნები და არ გადადგა ადგილობრივი ადმინისტრაცია, რას უნდა ველოდოთ?“ „დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, განვითარდეს ის მოვლენები, რაც მარტვილში მოხდა. მე ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ, ვიმედოვნებ, რომ საკრებულო გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს“, - უპასუხა ფირცხალაიშვილმა. მისივე თქმით, გამგებლის პოსტზე ახალ კანდიდატს „ხალხი შეარჩევს“.
 
აქციაზე ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ჩხაიძეც გამოჩნდა. მან humanrights.ge-ს შეკითხვებს უპასუხა.

- მე წუხელაც შევხვდი ამ ადამიანებს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს აზრს არ ითვალისწინებენ.

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ გამოიწვია ეს ყველაფერი იმან, რომ კოალიცია ერთ კანდიდატურაზე ვერ შეჯერდა?

- ახლა ვაცხადებ საჯაროდ, რომ კანდიდატურა რა თქმა უნდა, გვყავს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვახმაურებთ.

- კოალიცია არ დგას ამ აქციის უკან?

- დიახ, ცხადია, არ დგას და თანაც - აბსოლუტურად ვემიჯნებით. ჯერჯერობით, მოლაპარაკებას ვმართავ აქციის მონაწილეებთან, მაგრამ თუ არ დაიჯერებენ...

- ეს აქცია ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ კოალიციაში დაპირისპირებაა?

- არა, კოალიციაში დაპირისპირება არაა. ვინაა აქ კოალიციის წევრი?

- რესპუბლიკელი რომან ბიწაძე...

- მერწმუნეთ, ასეთი რამ თვით რესპუბლიკელებსაც არ მოსწონთ. რომანის გარდა, რესპუბლიკელი აქ სხვა არავინაა და ნუ საუბრობენ კოალიციის სახელით...

„რაც ხდება, ესაა ლანჩხუთის სირცხვილი. ესენი ამტვრევენ ღია კარს. ვინ შესთავაზა კოალიციას ახალი წინადადება, იდეა? არავინ? მთელი მსოფლიო იმას გვეუბნება, რომ კანონი უნდა დავიცვათ, ესენი კი როგორ იქცევიან. ეს არის ყოვლად მიუღებელი ფორმა. ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატი ამბობს, რომ კოალიცია ემიჯნება ამ აქციას, რა უნდა ამ ხალხს? ეს კარვები და საკანი 90–იანი წლების მენტალობაა და ამან დაღუოა საქართველო“, – განაცხადა აქციაზე მისულმა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ვახტანგ ზენაიშვილმა.

დგას თუ არა აქციების უკან „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო ბოლქვაძე? ამ კითხვაზე humanrights.ge-ს უშუალოდ მან უპასუხა: „ვაცხადებ კიდევ ერთხელ - მე ამ აქციების ვემიჯნები. არ ვამართლებ პროტესტის ასეთ ფორმას. არ ვარ იქ, არ ვარ მათ გვერდით და ნურავინ მრევს ასეთ სიბინძურეში. ერთსაც დავძენ - სამი დღის წინ დავურეკე დეპუტატს და ვუთხარი, რომ აქ სიტუაცია დაიძაბა–მეთქი. შეხვდა დღეს, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო ამ შეხვედრამ, როგორც ჩანს“.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე მოვლენების თაობაზე დეპუტატი თემურ ჩხაიძე საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძეს შეხვდა. ჩიტიძის განცხადებით, შეხვედრა აქციის წევრთა მოთხოვნებს შეეხებოდა. როგორ გადაწყდება პრობლემა და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ალბათ, ძალიან მალე იქნება ცნობილი.

ახალი ამბები