კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოებში ფრაქციები სახელებს იცვლიან

4 დეკემბერი, 2012

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღემდე ორი ფრაქცია არსებობს: „ნაციონალების“ (ყოფილი უმრავლესობა) და „ლანჩხუთელები“. ამ უკანასკნელს ქრისტიან–დემოკრატიული გაერთიანების ყოფილი წევრი მარიკა თურნავა ხელმძღვანელობს. ფრაქციის წევრები კი არიან: ლევან ჩხაიძე და ყოფილი ნაციონალი ნუგზარ ხავთასი.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ გვითხრეს, ნუგზარ ხავთასს არჩევნებში გამაჯვებული პოლიტიკური კოალიციის მხარდამჭერის სპეციალური ბლანკი არჩევნებამდე, ჯერ კიდევ აგვისტოში შეუვსია. ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ.

ხსენებული ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა (პარტია - „ახალი მემარჯვენეები“) დავით წულაძემ ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადებით საკრებულოს სამანდატო კომისიას გასულ კვირას მიმართა. დავით წულაძე ამჟამად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრია და დეპუტატობას უფრაქციოდ აგრძელებს.

მარიკა თურნავამ კი „ქრისტიან–დემოკრატები“ არჩევნების შემდეგ დატოვა და „რესპუბლიკურ პარტიაში“ გაწევრიანდა.

როგორც Humanrights.ge-ს თურნავამ განუცხადა, იგი აპირებს, ფრაქციას სახელი გადაარქვას და ამიერიდან მას „ქართული ოცნება – დემოკრატიული ლანჩხუთი“ ეწოდოს.

ამ ფაქტზე ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე ასეთ კომენტარს აკეთბს: „რა უნდა ვთქვა, ყველამ იცის, არის მითითება, რომ ამგვარი რამ საკრებულოებში არ მოხდეს და „ქართული ოცნების“ სახელი არ გამოიყენონ, მაგრამ თბილისის საკრებულოშიც ჰქონდა მსგავს ფაქტს ადგილი. გადაარქვან სახელი, ოღონდ რაიონისათვის სასიკეთო საქმეები აკეთონ“.

ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოში კი ამ დღეებში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებაზე განცხადება შევა.

როგორც Humanrights.ge–თვის გახდა ცნობილი, ახალი ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს აპარატში განცხადებას, უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, თემურ მოქია, გურიანთის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ მჟავია და ყოფილი მმართველი პარტიის სიით არჩეული დეპუტატი, პეტრე სალუქვაძე შეიტანენ.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, რა სახელი ერქმევა პარტიას და ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები