კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთში მოშიმშილეებმა ახალი მოთხოვნა წამოაყენეს - გადადგეს პრეზიდენტი!

6 დეკემბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთში კონკურსი გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის მოთხოვნით, მოშიმშილეები შიმშილობის შეწყვეტას  არ აპირებენ. მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ კარავი დაიდგა, აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, გია ფირცხალაიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა მოთხოვნით: გადადგეს ქვეყნის პრეზიდენტი.

რამდენიმე დღის წინ გია ფირცხალაიშვილს კიდევ სამი ადამიანი შეემატა და დღეის მდგომარეობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შიმშილობს ოთხი ადამიანი: თავად გია ფირცხალაიშვილი, ვლადიმერ ჩხაიძე, ჯამბული ქინქლაძე და კაკო ხუხუნაიშვილი. პატარა კარვის გვერდით უფრო მოზრდილი კარავიც დაიდგა, სადაც მოშიმშილეებმა შეშის ღუმელიც გამართეს გასათბობად.

გია ფირცხალაიშვილი აცხადებს, რომ შიმშილობას გააგრძელებს მანამ, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ფირცხალაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ხნის მანძილზე საგრძნობლად გაუარესდა, რისთვისაც სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა აუცილებელი. როგორც მედპერსონალმა გვითხრა, ფირცხალაიშვილს არტერიული წნევა მნიშვნელოვნად დაეწია, რისთვისაც მას შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს, მაგრამ - ამაოდ.

„სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო, ისე ცუდად გავხდი, მაგრამ სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არ შევწყვეტ შიმშილობას“ , - აღნიშნა humanrights.ge-სთან საუბრისას გია ფირცხალაიშვილმა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ იყვნენ მოსულები? თუ შეხვდით საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს?

- კი, იყვნენ. დაინტერესდნენ ჩვენი მდგომარეობით. მათ იციან ჩვენი მოთხოვნები. ასე რომ, ჩვენ არ ვწყვეტთ აქციას.

- იყო თუ არა თქვენთან მაჟორიტარი დეპუტატი? როგორც ვიცით, თემურ ჩხაიძე არ ეთანხმება ასეთ აქციებს...

- ბატონი თემური თითქმის ყოველ დღე აქაა. მართალია, იგი არაა შიმშილობის მომხრე და რამდენჯერმე გვიუთხრა კიდეც, რომ შეგვეწყვიტა აქცია, მაგრამ ვიმეორებ - სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მანამდე არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას. 

- ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თქვენ არ ათანხმებთ ნაბიჯებს ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატთან?

- ყველა ადამიანს აქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და ჩვენც ჩვენს აზრს ამგვარად გამოვხატავთ.

- გამგებლის ვაკანტურ ადგილზე სულ მალე გამოცხადდება კონკურსი და თქვენი ერთ–ერთი უმთავრესი და პირველი მოთხოვნა - გადადგეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დაკმაყოფილდება კიდეც. მაინც არ შეწყვეტთ შიმშილობას?

- ასკურავას გადადგომის გარდა ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას, საკრებულოს წევრების გათავისუფლებას ზეწოლისაგან, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას...

- გასაგებია, რომ ლანჩხუთის საკრებულოს უყენებთ მოთხოვნებს, მაგრამ ფიქრობთ, რომ თქვენი შიმშილობის შედეგად გადადგება სააკაშვილი?

- გადადგება, რატომაც არა.

- გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თქვენს მოსანახულებლად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ჩამოვიდეს. თუ გსმენიათ ამის შესახებ?

- არა, პირველად თქვენგან მესმის. მოსვლის უფლება ყველას აქვს, რატომაც არა. მოვიდნენ, გვნახონ.

- მაინც სანამდე აპირებთ შიმშილობის გაგრძელებას?

- მანამდე, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის დეპუტატი თემურ ჩხაიძე ასეთ კომენტარს აკეთებს: „როგორც ადამიანი, ძალიან ვარ შეწუხებული ამ ფაქტით. რამდენჯერმე მივედი და დაველაპარაკე კიდეც. გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი მალე გამოცხადდება, რატომ შიმშილობენ, ცოტა არ იყოს, გაუგებარია ჩემთვის“.

ახალი ამბები