კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყიბულში ძიძიგურის მაღარო აღარ დაიხურება

7 დეკემბერი, 2012

7 დეკემბერს ტყიბულის ძიძიგურის სახელობის მაღაროს მუშებისთვის ცნობილი გახდა, რომ მაღარო აღარ დაიხურება.  ამ საკითხზე ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა 12-კაციანმა კომისიამ თითქმის ათი დღის მანძილზე იმუშავა. კომისიამ დაწვრილებით შეისწავლა ტყიბულის მაღაროებში არსებული მდგომარეობა.

კომისიის დასკვნის საფუძველზე ძიძიგურის სახელობის მაღაროს მე-15 ველი, იქ არსებული მდგომარეობის გამო, უნდა დაიხუროს, ხოლო მე-17 ველი  მომუშავეთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მეტიც, დასკვნაში წერია, რომ სამთო სამუშაოების ჩატარება ამ უბანზე დასაშვებია.

შპს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, ვალერი კუხალაშვილის განცხადებით, „დახურვას მხოლოდ მე-15 ველი ექვემდებარება, სადაც ჩვენ ვერ ვუზრუნველვყოფთ უსაფრთხოების ნორმებს. მე-17 ველზე კი გარკვეული ღონისძიებებია ჩასატარებელი, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის სახით მოგვეცა და უახლოეს მომავალში შევასრულებთ. ამ ეტაპზე კი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები ამ ველზე არ მიმდინარეობს“.

უსაფრთხოების ნორმების შესახებ მიცემული შენიშვნების განხორციელებას შპს „საქნახშირის“ უსაფრთხოების სამსახური სავარაუდოდ 10 დეკემბრიდან დაიწყებს.

მარი ტაბიძე, ტყიბული

ახალი ამბები