კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები უფროსის წინააღმდეგ

11 დეკემბერი, 2012

10 დეკემბერს ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ყოფილმა თანამშრომლებმა კუთვნილი სახელფასო დავალიანების აღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. ისინი  2001, 2002, 2003 და 2011 წლის ხელფასებს ითხოვენ, რომელიც საერთო ჯამში 31 000 ლარია. როგორც მოსარჩელეები ამბობენ, მათ 27 თვის სახელფასო დავალიანება აქვთ ასახები საავადმყოფოს მაშინდელი ხელმძღვანელისგან.

ამ წლებში საავადმყოფოს ხელმძღვანელი სერგი მაღლაკელიძე იყო, რომელიც მათ დავალიანებების გადახდას ჰპირდებოდა, თუმცა თანხა პერსონალის მხოლოდ ნაწილმა მიიღო. სერგი მაღლაკელიძე აცხადებს, რომ 2012 წელს რამდენიმე საავადმყოფოს გაერთიანება მოხდა.  გაუქმებამდე  კი ზესტაფონის საავადმყოფო ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა. მაღლაკელიძის განცხადებით, სახელფასო დავალიანების დაფარვა  საავადმყოფოს  მფლობელს უნდა მოსთხოვონ.

ადვოკატი კახა შავგულიძე საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. მისი განცხადებით, „საავადმყოფოს დირექტორს გაცემული აქვს ცნობა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულების დავალიანებას აღიარებს და უნდა მოინახოს გზა მათი შელახული უფლებების აღსადგენად“.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები